NEET ახალგაზრდებზე

ახალგაზრდები (10-დან 29 წლამდე) საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 24,6%-ს წარმოადგენენ. განათლების, დასაქმების, ინკლუზიისა და ჯანმრთელობის სირთულეები, რომლებსაც ერთვის ფინანსური, საცხოვრებლის და ტრანსპორტის პრობლემები, ხელს უშლის ახალგაზრდებს იყვნენ ავტონომიურები, განავითარონ რესურსები და შესაძლებლობები საკუთარი ცხოვრების მართვისათვის, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებში. სიღარიბის დონე ახალგაზრდებში ასევე საგრძნობლად მაღალია, ისევე, როგორც თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი.   

ახალგაზრდობა თანამედროვე ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში  მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდობის სრულფასივანი მონაწილეობა  სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს ყოველივე კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზდრობის პოტენციალს, რაც მომავალში ქვეყანას მისცემს პროგრესულ და განვითარებულ რეალობას. ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდობის სოციალურ კატეგორიად აღქმის დამკვიდრება.

ახალგაზრდობა სწორედ ის ძალაა, რომელიც ხშირად რევოლუციური იდეების, ცვლილებების, თამამი ნაბიჯების მთავარი ინიციატორი და ლოკომოტივია. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მუშაობს, ნაწილი სწავლობს, ცხადია არიან ისეთებიც ვინც არც მუშაობს, არც სწავლობს და არ არიან ჩართულნი რაიმე სახის ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო საქმიანობაში და ე.წ. “NEET” კატეგორიას განეკუთვნებიან.

ცნობილია, რომ საქართველოში, პანდემიამდელი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში NEET მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა, ვფიქრობ ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, ვინაიდან ახალგაზრდების წილი დემოგრაფიულ სურათს თუ შევხედავთ მეტად მცირეა. “აღსანიშნავია ისიც, რომ 15-24 ასაკობრივ ჯგუფში NEET  მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ხოლო ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. შრომის ბაზარზე ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამუშაო ძალაში დამკვიდრების სირთულით და ნახევარ განაკვეთზე დასაქმების დაბალი შესაძლებლობებით. აგრეთვე, როგორც ცნობილია, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული სამსახურები დაბალ ანაზღაურებადია და არადამაკმაყოფილებელი პირობებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ შრომის ბაზარზე”,-აცხადებენ PMC-ში.

ჩემს ირგვლივ უამრავი  NEET ახალგაზრდაა, რაზეც ხშირად მეფიქრება დიდი გულისტკივილით. ისეთ პატარა რეგიონში, როგორიც ახალციხეა (სამცხე-ჯავახეთი) ყოველდღიურად ვხვდები უამრავ  NEET ახალგაზრდას, რაც მაფიქრებს თუ რაიქნება მათი მომავალი? მათი როლი და ფუნქცია ქვეყანასთან მიმართებაში? ან რა არის ზოგადად მათი ცხოვრების არსი და მიზანი?. ხშირად ვფიქრობ რა ან ვინ არის ძლევამოსილი, რომ შეძლოს ამ ახალგაზრდების გააქტიურება, ჩართულობა და სრულფასოვან/აქტიურ  მოქალაქედ ჩამოყალიბება.

საჭიროა  ახალგაზრდების საკითხის უფრო დეტალური გააზრება, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. რათა მოხდეს ხელშეწყობა ახალგაზრდებისათვის იყვნენ მეტად მოტივირებულნი განათლების და დასაქმების მიმართ. დღესდღეობით ძნელია სამუშაო ადგილის პოვნა, მითუმეტეს ახალგაზრდებს ძალიან გვიჭირს რადგან ბუნებრივია არ გვაქვს გამოცდილება ან შესაბამისი განათლება და თუ ვიპოვით სამსახურს ხელფასი იმდენად მწირია რომ თავს დამცირებულად ვგრძნობთ და მოტივაციასაც ვკარგავთ გავაგრძელოთ მუშაობა, რომელიც სათანადოდ არ ფასდება.  ამ კუთხით დაინტერესებული უნდა იყოს შემდეგი მხარეები – მთავრობა, მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ორგანიზაციები,  საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ეს მხარეები უნდა  ცდილობდნენ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ხელშეწყობას და წახალისებას. მაგალითად იყოს უფრო მეტი სტაჟირების პროგრამა რაც შემდეგში გააიოლეებს სამსახურის პოვნას, იყოს მეტი ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ადგილი რათა ახალგაზრდამ შეუთავსოს მუშაობა სწავლას, იყოს მეტი ტრენინგები ისეთ თმებზე როგორიცაა: უფლება- მოვალეობები, ახალგაზრდების როლი და სხვა.

  ახალგაზრდული პოლიტიკის მჭიდრო დაკავშირება უნდა მოხდეს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ახალგაზრდებისთვის სხვა სოციალური ჯგუფების მსგავსად ქვეყანაში მინდინარე პროცესებში თანაბარი მონაწილეობისა და ჩართულობის მხარდაჭერას გულისხმობს. თუმცა ამავდროულად, ახალგარდებს უნდა გააჩნდეთ არამარტო ჩართულობის, არამედ მასზე გავლენის მოხდენის საშუალებაც.

როგორც ზემოთ ავღნიშნე  მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ძლიან  მაღალი თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო.   საგანგაშო ფაქტია, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7%  შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%.  46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის. (mkurnale.ge)

ნარკომანიის გავრცელების პირველი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა, მეორე კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაცია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების ეფექტს მოზარდს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია მოზარდმა ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს. ამ მხრივაც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, რათა აღარ იყოს ასეთი დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული ჩვენს პატარა ქვეყანაში.

ვფიქრობ სახელმწიფოს მთავარი ფოკუსი სწორედ ახალგაზრდებზე და მათთან დაკავშირებული პოლიტიკის უფრო ფართო კონტექსტით გააზრებაზე,  უნდა იყოს  მომართული. მომავალი ხომ სწორედ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ ამ პრობლემების გადაჭრის გზები სწორედ  – მთავრობის, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელშია. სწორედ მათ შუძლიათ ხელი შეგვიწყონ ვიყოთ უკეთსები და შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს თემა ჩემთვის ძლიან ახლოა და ამავდროულად სენსიტიურიც რადგან თავად 23 წლის  ვარ და ყოველდღიურობის ნაწილია ის თემები რაც ზემოთ გავშალეთ. ვაწყდები NEET ახალგაზრდებს ვცდილობ ავუხსნა თუ რას მოუტანთ ამ სტილით ცხოვრება მაგრამ პასუხი ერთია: ისინი თითქოს პასიურობით, ნარკოტიკებით გაურბიან იმ რეალობას რაც დღეს საქართველოშია, ამბობენ რომ მაინც არაფერი გამოვა და რა უნდა გააკეთონ ?!  ამის მოგვარება ანუ ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა რაც ახალგაზრდებს სიცოცხლის ხალისს დაგვიბრუნებს მეტად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ რომ ჩვენც რაღაცა ფუნქცია, სარგებელი და მნიშვნელობა გვაქვს ამ ქვეყანაში.

დასუფთავების სისტემა

blogg ჩვენს სოფელში მუსხში დაიდგა ნაგვის ურნები . ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ დასუფთავებაზე გავაკეთეთ პროექტი , გადავიღეთ ფოტოები და ვიდეოები გვსურდა მოგვეგვარებინა დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემები და აი უკვე სოფლის ცენტრალურ გზებზე განთავსებულია ურნები. მოსახლეობა კმაყოფილია რადგან უკვე მოქმედებს დასუფთავების სისტემა.    Continue reading

სწორი კვება – ჯანსაღი ცხოვრების წესი 👍 💪


ნუ დავკარგავთ ფიქრში დროს! აქტიური ცხოვრებით და ჯანსაღი კვებით უნდა გავილამაზოთ ცხოვრება. გახსოვდეთ შეგონება ”ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”. ცხოვრების ჯანსღი კვება და აქტიური ცხოვრება, მეც ძალიან ხშირად მსმენია,ისევე როგორც თქვენ,თუმცა ეს არაა მთავარი.მთავარია გვესმოდეს რას გულისხმობს ის. ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების  წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ყველა ადამიანისათვის. ყველას სურს,რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა  რომ, ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ანუ იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში,გამოირჩეს სხვა ადამიანებში თავისი ინდივიდუალობით. განათლება,კულტურა,და პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, რომ ადამიანი პიროვნება იყოს. მას სამყაროს მისეული ხედვა, საკუთარი მრწამსი და მისწრაფებები აქვს. თითოეული პიროვნება არამხოლოდ აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალობას, არამედ აქტიურად იბრძვის მისი გამოვლენისა და დამკვიდრებებისათვის. ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება , ანუ ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება.   ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში და სწორი კვება – ბევრი დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება!მე გირჩევთ მეგობრებო რომ მუდამ გვახსოვდეს  ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში პირველ რიგში მდგრადი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო და მასზე ზრუნვაც იქამდე უნდა დავიწყოთ, სანამ პრობლემები იჩენს თავს. ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი კვება და წონის კონტროლი – დღესდღეისობით გავრცელებული მრავალი დაავადების პრევენციის საშუალებაა. ნუ შეიძლება ყველა ვერ იყოს იდეალურ ფორმაში ან ყველამ ვერ შეძლოს სწორი კვების დაცვა ან თუნდაც ეს ყოველდღიური ვარჯიშბი მაგრამ მონდომება და მცდელობა არ უნდა დავაკლოთ .მეც კი ვამბობ რომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი საჭიროა კარგია მაგრამ არის შემთხვევები საპირისპიროს ვაკეთე ბ თუმცა ეს არ უნდა გახდეს მაშტაბური და არ უნდა გადაიზარდოს ისეთ მდგომარეობამდე რაზეც მე ვფიქრობ რომ ცუდია მაგალითად ახალგაზრდობა რომელიც დგას მთელი დღე ქუჩაში აცდენს გაკვეთილებს, ლექციებს ეწევა სიგარეტს იღებს ალკოჰოლს ეს დაუშვებელია კატასტროფის ტოლფასია  იმდენს ვერ აცნობიერებენ რომ ამით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ  ..მოგეხსენებათ, რომ სწორი კვება აუცილებელია ორგანიზმისთვის. Continue reading

ჩემი მასწავლებელი

    ჩემი მასწავლებელი რომელიც ასაკის მიუხედავად მაინც აქტიურია და მხარში გვიდგას გვასწავლის,მარო ბებო მთელს საქართველოშია ცნობილი და მეც ვცდილობ ვიყო მარო ბებოს ღირსეული მოწაფე ,ჩვენს სკოლა მუზეუმს ბევრი წარმატებისთვის მიუღწევია და ვაპირებთ უფრო კარგები და აქტიურები გავხდეთ. ყოფილა უამრავი შოუები გადაცემები რომლებიც მოდიან მუზეუმში და იღებენ ინტერვიუებს სწავლობენ ქსოვას და დიდ ინტერესსა და პატივისცემას გამოთქვამენ ,ჩვენთვის სასიხარულოა ყოველი წარმატება წინსვლა და იმედი გვაქვს უფრო მეტი წარმატება წინ გველის ♥როგორც მარო ბებო ამბობს ჩვენს სოფელში თავიდანვე ასეთი სახე არ ქონდა ამ საქმიანობას და შემდეგ დროთა განმავლობაში უფრო გავფართოვდით დავიხვეწთ და მოვედით იქამდე სადაც ეხლა ვართ ეს ყველაფერი ადვილი არ იყო და დიდ შრომასა და ძალისხმევას თანადგომას მოითხოვდა , ჩვენ ეს შევძელით და უკვე გვაქვს სკოლა მუზეუმი რომელიც ასე ცნობილი საინტერესო და აუცილებელია .ჩემთვის სასიამოვნო და საამაყო გრძნობაა როდესაც შევდივარ მუზეუმში და იქ ჩემი ნაქსოვები მხვდება ასევე კულტურის სამინისტროში როდესაც გადმომცეს სიგელი “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი” საუკეთესო ნაშრომისათვის.               ძალიან სასიამოვნოა როდესაც ჩემს ცოდნას ვუზიარებ ახალ მოსწავლეებს იმ ბავშვებს რომლებიც ამით არიან დაინტერესებულნი მართალია მეც არ ვარ პროფესიონალი მაგრამ 8 წლიანი ცოდნა მაქვს . 😀 Continue reading

მე და ხალხური რეწვის სკოლა

ჩემი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ ხელოვნებას კერძოდ ქსოვას ქარგვას და ვცდილობ ეს მიღებული ცოდნა შემდეგ სხვებსაც გავუზიარო,  ვაპირებ გავყვე ამ საქმეს და გადავცე ეს უძველესი ტრადიციები მომავალ თაობას.  ეს ხელსაქმე დღეს არც ისე პოპულარულია მაგრამ მე ძალიან მომწონს და მიყვარს რასაც ვაკეთებ 7 წლის როდესაც ვიყავი მივედი ხალხური რეწვის სკოლაში და დღემდე დავდივარ, შექმნილი მაქვს უამრავი ნამუშევარი აღებული გვაქვს უამრავი ჯილდო . რეწვის სკოლაში ვქსოვ, ვხატავ , ვთელავ თექას და ვართავ ძაფს ასევე ვაწყობთ გასვლით ღონისძიებებს ყოველწლიურად მივდივართ არტ-გენის ფესტივალზე ახალციხეობაზე შოთაობაზე და სხვადასხვა გამოფენებზე ვიღებთ კონკურსებში მონაწილეობას მოპოვებული გვაქვს გრანტები .                                                                                      SAM_7147

SAM_7151 Continue reading

Windows 10 უკვე ამ ზაფხულს 190 ქვეყანაში 111 ენაზე გამოჩნდება

Windows HardwareCAWMxcQUIAAZWfw.jpg-large Engineering Community (WinHEC) კონფერენციაზე, რომელიც ჩინურ ქალაქ შენჩჟენში ჩატარდა, Microsoft-მა დაასახელა Windows 10-ის გამოსვლის პერიოდი. აღნიშნული მოვლენა შემოდგომამდე აღარ გადაიდება, ეს ყველაფერი უკვე ამ ზაფხულს მოხდება, თანაც ერთდროულად 190 ქვეყანასა და 111 ენაზე! აღსანიშნავია, რომ Windows-ის მომხმარებელთა აუდიტორია 1,5 მილიარდს აღწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ყველა მათგანს ექნება შესაძლებლობა იხილოს სისტემის ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა მაგალითად   Windows Hello.
აქვე აღვნიშნავთ, რომ Windows 7, Windows 8/8.1-ის მომხმარებლები Windows 10-მდე სრულიად უფასოდ განახლდებიან. ამასთან დაკავშირებით Microsoft-მა და Lenovo-მ გამოაცხადეს თანამშრომლობის შესახებ ამ საკითხში- მომხმარებლებს განახლების მიღება შეეძლებათ Lenovo-ს ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დიახ, ზაფხულში Windows 10-ის ფინალური ვერსიის გარდა ჩვენ ვიხილავთ Lenovo-ს ახალ სმარტფონს Windows 10-ით. სმარტფონი China Mobile-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არაა გამორიცხული მისი საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენაც. კომპანიის საპარტნიორო ქსელს შემოუერთდნენ ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა Tencent, Qihu 360 და Xiaomi.
ბოლო პარტნიორი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რდაგნა Android-სმარტფონი Mi 4-ის მომხმარებლები Windows 10-ის საცდელი ვერსიის მიღებასა და მის დაგემოვნებას მალე თავისუფლად შეძლებენ- დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ- Microsoft-ი საკუთარ ოპერაციულ სისტემას უკვე Android-სმარტფონებზეც გვთავაზობს. Continue reading

უილიამ შექსპირის 25 მუდამ აქტუალური ციტატა

  1. უსულობის ნიშანი სულაც არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც ცარიელია შიგნიდან.
  2. ისეთი ტკბილია თაფლი, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.
  3. ჩვენ ვღიზიანდებით წვრილმანების გამო, როდესაც რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი.
  4. ქარიშხალში მოცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.
  5. დედაბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.
  6. სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.
  7. სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება.
  8. სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომ, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
  9. იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო.
  10. ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.
  11. კაცები ჰგვანან აპრილს, როდესაც ურთიერთობას იწყებენ, და დეკემბერს, როდესაც უკვე დაქორწინებულნი არიან.
  12. ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.
  13. ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით.
  14. ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.
  15. რას ნიშნავს სახელი? ვარდს ვარდის სურნელი აქვს, თუნდაც სხვა სახელი უწოდო.
  16. ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს.
  17. Continue reading

დედა სიტყვა ერთი, აზრი მთელი ცხოვრების ♥

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. მართალია ჯერ გაზაფხული მხოლოდ კალენდარზეა, მაგრამ მალე დათბება და მზე და სითბო გულშიაც გადაინაცვლებს. 3 მარტი დედის დღეა! მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას! ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. დედა ყველას ჰყავს, ადამიანს, ცხოველს მწერს.. ამქვეყნად იქნება თუ იმქვეყნად, დედა მაინც არსებობს და ჩვენს გვერდითაა. არასოდეს გვტოვებს და მაშინაც კი მზრუნველობს, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ დედები.. მერე დიდედები.. მგონია, რომ Continue reading

ტრადიციები

  •      მოგესალმებით მეგობრებო მე ლილი ოქრომელიძე უკვე 7 წელია დავდივარ  ქართული ხალხურ სკოლა მუზეუმში ეს ბოლო წელია რაც იქ ოფიციალურად გაიხსნა სკოლა მუზეუმი მანამდე კი არ გვქონდა შესაბამისი პირობები თუმცა ჩვენ მაინც ვსწავლობდით ქსოვას, ქარგვას და ვიყავით აქტიურები და აი უკვე გვაქვს ყველაფერი რაც აუცილებელია ჩვენი უფრო განვითარებისათვის ,და მინდა ვთქვა რომ აუცილებელია ჩვენი ჩართულობა და აქტიურობა რომ მოვუტანოთ წარმატება ჩვენს თემს , ქვეყანას და უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ჩვენი ძირძველი ტრადიციები და დავამკვიდროთ  რადგამ ამაზე აღიზარდოს შემდეგი მომავალი თაობები და არ დაიკარგოს ეს ჩვენი მემკვიდრეობა შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ამ ვიდეოში ,, ბრეკეტები; მაქვს და სასაცილოდ ვლაპარაკობ 😀 ♥