ანდაზები

ამ პოსტში დავწერ ძველ ქართულ ანდაზებს, რომლებსაც დამრიგებლური ხასიათი აქვთ , ქართულს ყველაფერს ვაფასებ ♥ , თუმცა ანდაზებს განსაკუთრებით რადგან დიდი სიბრძნე და დარიგებაა ჩადებული. შემოგთავაზებთ ჩემს რჩეულ ანდაზებს ჩემეული განმარტებებით . 1. არ დაარიგო ბრიყვი – გაგიძულებს, დაარიგე ბრძენი – შეგიყვარებს . ეს ანდაზა გვასწავლის რომ რჩევა დარიგება უნდა მივცეთ ჭკვიანს, ის გაიგებს და მადლობელი დაგვრჩება . ხოლო ბრიყვი ვერ მიხვდება და პირიქით ეწყინება . 2. ენა ჩვილი , მოსტეხს ძვალსაო . აქ ჩანს სიტყვის და ენის ძალა , თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანის ნათქვამს . 3. ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ამ ანდაზაში ჩანს რომ მოთმინება გამარჯვების საწინდარია , 4. თეთრი თხა მსუქანი ეგონათ , დაკლეს და მჭლე გამოვიდაო . ანუ ყველაფერი ისე არ არის როგორც გარედან , ერთი შეხედვით ჩანს . 5. კაი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება. კარგი საქციელი ყოველთვის დაფასდება . 6. სახელი ჯობს ქონებასო, მამაჩემის ცხონებასო . სიმდიდრე და ქონება წარმავალია , ხოლო სახელი მუდმივი ამიტომ სახელი ჯობს ქონებასო. 7. ძილი ,- ძილის საფუარიაო .ყველაფერმა შეჩვევა იცის , უფრო და უფრო მეტის მონდომება . 8. შეძახილი ხეს გაახმობსო . ამ ანდაზაშიც სიტყვის ძალაა ასახული . 9. ღმერთი თუ ქწყალობს ,-ეშმაკი ვერას დაგაკლებსო . ამ ანდაზიდან ჩანს ღმერთის სიძლიერე . 10. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ტყუილი დიდ ხანს არ დაიმალება . სულ ეს იყო, იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის ანდაზები ჩემეული განმარტებებით. 💛

გამოჩენილ ადამიანთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე

მინდა გაგაცნოთ გამოჩენილ ადამიანთ აზრი ქართველებზე და საქართველოზე , მე ამოვარჩიე 10 ფრაზა თუ გსურთ მეტს გაეცნოთ ოსტის ბოლოს იხილეთ ლინკი 🙂

1. მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალ. დიუმა (ფრანგი მწერალი, 1803-1870)

49ae585a3af82. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.

სიუზან ეიზენჰაუერი

3. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

იმანუილ კანტი, II, 279

4.  ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

ვინკელმანი (გერმანალი ისტორიკოსი დო არქეოლოგი)

5.  საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.

ფრიდრიხ ბოდენშტედტი (გერმანელი მწერალი)

6. ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს… კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.

შარლ ჰუმელი, ჟურნალ «ატლანტისის» რედაქტორი

7. პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი. Continue reading

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა  „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს დღე ყოველ წელს პომპეზურად სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება.             გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ♥   Continue reading

როგორ ვბეჭდოთ სწორად

ამ პოსტში ვეცდები გასწავლოთ პირადი გამოცდილებიდან თუ როგორ უნდა ვბეჭდოთ სწორად, იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევა, სწავლება  :* “ბრმა აკრეფის” ერთერთი ძირეული ფაქტია ის, რომ თითოეულ თითზე მიმაგრებულია ღილაკების საკუთარი ზონა, ანუ თითებს აქვს ადგილი კლავიატურაზე სადაც უნდა განლაგდეს თითები საწყის მდგომარეობაში . რაც შეეხება ჯდომას , სასურველია იჯდეთ ზურგიან სკამზე ან მოძრავ სკამზე.უნდა იჯდეთ სწორად, თავის დახრის გარეშე. მანძილი თვალებსა და ეკრანს შორის უნდა შეადგენდეს 40-დან 70 სანტიმეტრამდე. მეგობრებო თქვენი მზერა მიმართული უნდა იყოს მონიტორის ცენტრისკენ  . yututyuyiთითების საწყისი პოზიცია არის ASDF და JKL: მიტომ, რომ ამ ზონაში მდებარეობენ ის ღილაკები, რომლებიც როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოიყენება ბეჭდვის დროს.  ეხლა კი გეტყვით რომელი ხელის რომელი თითი სად თავსდება მარცხენა ხელი A – ნეკა S – არა D – შუა F – საჩვენებელი მარჯვენა ხელი J – საჩვენებელი K – შუა L – არა ; – ნეკა . Continue reading

დედის გული

ერთ ვაჟს მეტის მეტად უყვარდა ერთი ქალი .yuyuyuyi ქალი კი არ მიყვებოდა ვაჟს ცოლად , სანამ საჩუქრად არ მიუტანდა თავის საცოლეს – თავისივე საკუთარი დედის გულს . ვაჟს დედაც ძალიან უყვარდა , ვერ იმეტებდა სასიკვდილოდ , მაგრამ ქალის სიყვარულმა დაძლია , მიეპარა მძინარე დედას ფეხაკრეფით , მიადგა ალესილი დანით , გაუჭრა მკერდი და გული ამოიღო . დედის გული ხელზე დაიდო და საცოლესთან უნდა წაეღო . უცაბედად გზაზე ფეხი ქვას წამოკრა და კინაღამ წაიქცა , დედის გულმა მიაძახა :”ნელა შვილო , არაფერი იტკინო , დედაშენი გენაცვალოს, ფრთხილად იარე “. ამის გამგონ შვილს თავბრუ დაეხვა და იქვე უსულოდ დაეცა .

22 მაისი – ნიკოლოზობა

ნიკოლოზობა აღინიშნება   22 მაისს – როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.uyiuy
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, Continue reading

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

6768678 მინდა მოგილოცოთ ამაღლება , გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ♥. რამოდენიმე სიტყვით გიამბობთ ამაღლებასთან დაკავშირებით , მოგეხსენებათ  ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება . იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.   ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის.ytrytyu  Continue reading

განათლება

მოგეხსენებათ საქართველოში განათლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა .       5y6768                                                                                                მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი თავისი საგანი საჭირო დონეზე არ იცის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014  წლისთვის იმ ქვეყნების საუკეთესო ათეული, რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს, ასე გამოიყურება: კანაfgdffsdდა, ისრაელი, იაპონია, აშშ, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი,ფინეთი,rterer ალბათ მეთანხმებით რომ განათლებული ახალგაზრდობა კარგი მომავლის საწინდარია , მაგრამ ფაქტები აჩვენებენ რომ განათლება საქართველოში ძალიან დაბალია .

რაბათის ციხე 💕 (იხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი)


ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი. ახალციხე განლაგებულია მდინარე ფოცხოვის ნაპირებზე, ზღვის დონედან 1000 მ სიმაღლეზე.ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ ქალაქის ძველი ნაწილია, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა – ჯაყელების სასახლე იდგა. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდობზეა შეფენილი.                                                                                  1579 წელს ქალაქი ოსმანთა იმპერიის მართვის ქვეშ აღმოჩნდა და 1628 წლიდან მათი იმპერიის პროვინციის ცენტრად იქცა. 1829 წელს ადრიანოპოლის ზავის თანახმად ახალციხის ციხე-სიმაგრე მიუერთეს რუსეთის იმპერიას. თვით ახალციხის ბრძოლა გაიმართა 1828 წლის 9 აგვისტოს ციხე -სიმაგრის კედლებთან რუსეთ-თურქეთის ომის დროს სადაც ერთმანეთს შეებრძოლენ რუსეთის ჯარები გენერალ პასკევიჩის მეთაურობით და კიოს-მაჰამედ-ფაშას თურქული არმია.         

Continue reading

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე ♥

tryrty
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ყველა მოქმედ მართლმადიდებულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.        ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე,  რომელიც იქნა ამორჩეული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.    წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.   Continue reading