NEET ახალგაზრდებზე

ახალგაზრდები (10-დან 29 წლამდე) საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 24,6%-ს წარმოადგენენ. განათლების, დასაქმების, ინკლუზიისა და ჯანმრთელობის სირთულეები, რომლებსაც ერთვის ფინანსური, საცხოვრებლის და ტრანსპორტის პრობლემები, ხელს უშლის ახალგაზრდებს იყვნენ ავტონომიურები, განავითარონ რესურსები და შესაძლებლობები საკუთარი ცხოვრების მართვისათვის, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებში. სიღარიბის დონე ახალგაზრდებში ასევე საგრძნობლად მაღალია, ისევე, როგორც თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი.   

ახალგაზრდობა თანამედროვე ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში  მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდობის სრულფასივანი მონაწილეობა  სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ეს ყოველივე კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზდრობის პოტენციალს, რაც მომავალში ქვეყანას მისცემს პროგრესულ და განვითარებულ რეალობას. ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდობის სოციალურ კატეგორიად აღქმის დამკვიდრება.

ახალგაზრდობა სწორედ ის ძალაა, რომელიც ხშირად რევოლუციური იდეების, ცვლილებების, თამამი ნაბიჯების მთავარი ინიციატორი და ლოკომოტივია. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მუშაობს, ნაწილი სწავლობს, ცხადია არიან ისეთებიც ვინც არც მუშაობს, არც სწავლობს და არ არიან ჩართულნი რაიმე სახის ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო საქმიანობაში და ე.წ. “NEET” კატეგორიას განეკუთვნებიან.

ცნობილია, რომ საქართველოში, პანდემიამდელი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში NEET მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა, ვფიქრობ ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, ვინაიდან ახალგაზრდების წილი დემოგრაფიულ სურათს თუ შევხედავთ მეტად მცირეა. “აღსანიშნავია ისიც, რომ 15-24 ასაკობრივ ჯგუფში NEET  მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მეორეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ხოლო ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. შრომის ბაზარზე ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სამუშაო ძალაში დამკვიდრების სირთულით და ნახევარ განაკვეთზე დასაქმების დაბალი შესაძლებლობებით. აგრეთვე, როგორც ცნობილია, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული სამსახურები დაბალ ანაზღაურებადია და არადამაკმაყოფილებელი პირობებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს, აქტიურად ჩაერთონ შრომის ბაზარზე”,-აცხადებენ PMC-ში.

ჩემს ირგვლივ უამრავი  NEET ახალგაზრდაა, რაზეც ხშირად მეფიქრება დიდი გულისტკივილით. ისეთ პატარა რეგიონში, როგორიც ახალციხეა (სამცხე-ჯავახეთი) ყოველდღიურად ვხვდები უამრავ  NEET ახალგაზრდას, რაც მაფიქრებს თუ რაიქნება მათი მომავალი? მათი როლი და ფუნქცია ქვეყანასთან მიმართებაში? ან რა არის ზოგადად მათი ცხოვრების არსი და მიზანი?. ხშირად ვფიქრობ რა ან ვინ არის ძლევამოსილი, რომ შეძლოს ამ ახალგაზრდების გააქტიურება, ჩართულობა და სრულფასოვან/აქტიურ  მოქალაქედ ჩამოყალიბება.

საჭიროა  ახალგაზრდების საკითხის უფრო დეტალური გააზრება, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. რათა მოხდეს ხელშეწყობა ახალგაზრდებისათვის იყვნენ მეტად მოტივირებულნი განათლების და დასაქმების მიმართ. დღესდღეობით ძნელია სამუშაო ადგილის პოვნა, მითუმეტეს ახალგაზრდებს ძალიან გვიჭირს რადგან ბუნებრივია არ გვაქვს გამოცდილება ან შესაბამისი განათლება და თუ ვიპოვით სამსახურს ხელფასი იმდენად მწირია რომ თავს დამცირებულად ვგრძნობთ და მოტივაციასაც ვკარგავთ გავაგრძელოთ მუშაობა, რომელიც სათანადოდ არ ფასდება.  ამ კუთხით დაინტერესებული უნდა იყოს შემდეგი მხარეები – მთავრობა, მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ორგანიზაციები,  საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ეს მხარეები უნდა  ცდილობდნენ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ხელშეწყობას და წახალისებას. მაგალითად იყოს უფრო მეტი სტაჟირების პროგრამა რაც შემდეგში გააიოლეებს სამსახურის პოვნას, იყოს მეტი ნახევარ განაკვეთზე სამუშაო ადგილი რათა ახალგაზრდამ შეუთავსოს მუშაობა სწავლას, იყოს მეტი ტრენინგები ისეთ თმებზე როგორიცაა: უფლება- მოვალეობები, ახალგაზრდების როლი და სხვა.

  ახალგაზრდული პოლიტიკის მჭიდრო დაკავშირება უნდა მოხდეს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ახალგაზრდებისთვის სხვა სოციალური ჯგუფების მსგავსად ქვეყანაში მინდინარე პროცესებში თანაბარი მონაწილეობისა და ჩართულობის მხარდაჭერას გულისხმობს. თუმცა ამავდროულად, ახალგარდებს უნდა გააჩნდეთ არამარტო ჩართულობის, არამედ მასზე გავლენის მოხდენის საშუალებაც.

როგორც ზემოთ ავღნიშნე  მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ძლიან  მაღალი თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო.   საგანგაშო ფაქტია, რომ ნარკომანების უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა. განათლების დონის მიხედვით ნარკომანები თანატოლებისგან არ გამოირჩევიან: მათ უმრავლესობას (83,3%) აქვს საშუალო, არასრული უმაღლესი და უმაღლესი განათლება, 61,7%  შრომობს, 5,8 % სწავლობს; არც სწავლობს და არც მუშაობს 24,8%.  46% ნასამართლევია. ამათგან ყოველი მეორე სასჯელმოხდილია ან იხდის სასჯელს იმ დანაშაულის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. ყოველი მეოთხე მათი არაკანონიერი დამზადების, შეძენის, შენახვის, გადატანის გამოა დასჯილი. ყოველი მეორე ცხოვრობს ოჯახში, რომლის წევრიც ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ნასამართლევი ან მძიმე ავადმყოფია. ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ლტოლვა ხშირად ყალიბდება ფსიქიკური ან ნერვული დაავადებების მქონეთა ოჯახის წევრებს შორის. (mkurnale.ge)

ნარკომანიის გავრცელების პირველი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა, მეორე კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაცია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების ეფექტს მოზარდს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია მოზარდმა ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს. ამ მხრივაც აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, რათა აღარ იყოს ასეთი დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული ჩვენს პატარა ქვეყანაში.

ვფიქრობ სახელმწიფოს მთავარი ფოკუსი სწორედ ახალგაზრდებზე და მათთან დაკავშირებული პოლიტიკის უფრო ფართო კონტექსტით გააზრებაზე,  უნდა იყოს  მომართული. მომავალი ხომ სწორედ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ ამ პრობლემების გადაჭრის გზები სწორედ  – მთავრობის, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელშია. სწორედ მათ შუძლიათ ხელი შეგვიწყონ ვიყოთ უკეთსები და შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს თემა ჩემთვის ძლიან ახლოა და ამავდროულად სენსიტიურიც რადგან თავად 23 წლის  ვარ და ყოველდღიურობის ნაწილია ის თემები რაც ზემოთ გავშალეთ. ვაწყდები NEET ახალგაზრდებს ვცდილობ ავუხსნა თუ რას მოუტანთ ამ სტილით ცხოვრება მაგრამ პასუხი ერთია: ისინი თითქოს პასიურობით, ნარკოტიკებით გაურბიან იმ რეალობას რაც დღეს საქართველოშია, ამბობენ რომ მაინც არაფერი გამოვა და რა უნდა გააკეთონ ?!  ამის მოგვარება ანუ ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა რაც ახალგაზრდებს სიცოცხლის ხალისს დაგვიბრუნებს მეტად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ რომ ჩვენც რაღაცა ფუნქცია, სარგებელი და მნიშვნელობა გვაქვს ამ ქვეყანაში.

მარიამობა . 28 აგვისტოს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ.

ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე.

მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. Continue reading

წყალდიდობა თბილისში, გარდაცვლილები, განადგურებული ზოოპარკი და გაქცეული ცხოველები

მინდა ეს პოსტი დავწერო იმ სამწუხარო ფაქტზე, რომელიც წყალდიდობებმა გამოიწვია და ასეთი მძიმე სიტვუაცია შექმნა თბილისში : გარდაცვლილები, განადგურებული ზოოპარკი და გაქცეული ცხოველები… reret   უხვამა ნალექმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქის ბევრი უბანი დაიტბორა, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი გმირთა მოედანი და თბილისის ზოოპარკია. მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა.   დატბორილია სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა დაწესებულებები. თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს: “სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. Continue reading

როგორ ვისწავლოთ სწრაფად კითხვა

ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნატრია ჰქონოდა სწრაფად კითხვის უნარი იმისათვის, რომ სწრაფად მიეღო ინფრომაცია, დაეზოგა დრო ან უბრალოდ მოეხდინა შთაბეჭდილება. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს, მთავარია შედეგი, ხოლო მის მისაღწევად ბევრი შრომა არის საჭირო. ამ სტატიაში ვისაუბრებ რჩევებზე, რომელთა შესრულებაც დაგეხმარებათ კითხვის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებაში.                                                                                                                                                                                                                                                                                              წესი პირველი: არ წაიკითხოთ ხმამაღლა! ეს არის მთავარი პრობლემა კითხვის დროს. მოგიყვანთ მაგალითს: დჯ. კენედი იყო რეკორდსმენი სწრაფად კითხვაში, მაგრამ ხმამაღლა, რომ წაეკითხა წუთში მხოლოდ 300 სიტყვის წარმოთქმას შეძლებდა. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ…    
                                                                                                                                                                 წესი მეორე: ფოკუსირება მოახდინეთ კითხვაზე! მის გარეშე თქვენ უბრუნდებით უკვე წაკითხულ ტექსტს ან ასწრებთ წინადადებას და მერე ისევ უბრუნდებით და ეძებთ დაკარგულ სიტყვას ან წინადადებას.   ytyttu                                                                                                                                                      Continue reading

სულთმოფენობა

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ . სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. tytytyაქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.           Continue reading

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში

29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა. ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა ადიგენიდან დაიწყო. 20:00 საათზე ცეცხლს ახალციხეში ექვსი მეჩირაღდნე დახვდა და ესტაფეტით ქალაქი შემოიარეს. ახალციხელი მეჩირაღდნეები იყვნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, მოკრივე ჯაბა ხოსიტაშვილი, რაგბისტი მიშა ხარშილაძე და სპორტსმენი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.5555

ესტაფეტის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიიტანეს და ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში აანთო.     Continue reading

თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე  ჰა მიწის ნაკვეთი. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები . წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი არჩილ ჯანაშვილი. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ– ს გადაეცა. დიდი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს ა. ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი.
დღესაც თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე პარკია, რომლის ბინადართა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და დამთვალიერებლებსაც უფრო მეტ სანახაობებსა და მომსახურებას სთავაზობს.                                                                                                                                                                                               თბილისის ზოოლოგიური პარკში ♥1277548_1496980850533235_2005587744161090226_o (1).jpgytrytr Continue reading

ყველაზე ძველი წიგნი

აბა მეგობრებო იცით რომელია ყველაზე ძველი წიგნი ?tytyty
“გილგამეშის ეპოსი” თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. სწორედ ეს არის ყველაზე ძველი წიგნი , ისტორიკოსების კვლევების თანახმად, გილგამეში უძველესი ქალაქეის ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა. Continue reading

როგორ დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი

ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო პოსტი იქნება , რადგანაც ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი . დღესდღეობით მრავალადაა შემთხვევები როდესაც კარგავენ ტელეფონებს ან თუნდაც ხდება მობილური ტელეფონის მოპარვა. სწორედ ამიტომ მინდა გასწავლოთ როგორ უნდა დაბლოკოთ ამ შემთხვევაში ტელეფონი, რათა ვერ გამოიყენოს იგი სხვამ. ეს არის მარტივი ხერხით, რომელიც მოკლედაა ახსნილი მოცემულ ინსტრუქციაში გაიგეთ IMEI. იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: *#06#. ამის შემდეგ როდესაც აკრაფთ *#06# ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი უნიკალურია ყველა ტელეფონისთვის. ჩაიწერეთ ეს ნომერი და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. მაშ ასე თუ ტელეფონი მოგპარეს, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და გადაეცით მას ზემოაღნიშნული კოდი. ოპერატორი შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას. ახალი, სიმ ბარათის გამოცვლის შემთხვევაშიც კი, ტელეფონით ვერ ისარგებლებენ. ჩემი ნასწავლი მეთოდით შესაძლოა ტელეფონი ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ქურდი მას ვერ გამოიყენებს. ჩაინიშნეთ ეს საინტერესო რჩევა , გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში ♥.

როგორ დავინტერესდეთ წიგნით

მოგეხსენებათ პატივცემულებო რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო მცირდება მათი რიცხვი ვინც წიგნს კითხულობს. ზოგი წიგნის არჩევისას მის სათაურს აქცევს ყურადრებას, ზოგი კი უბრალოდ მოკლე მოთხრობებს ეძებს , რომ წაიკითხოს . თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა საინტერესო სათაურის ქვეშ უინტერესო დასაწყისია .tytytu ძნელია დასაწყისში განსაზღვრო, რამდენად ღირებული იქნება წიგნი, თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ, თუ როგორ დაინტერესდეთ წიგნით. მაშ ასე მეგობრებო : თუ წიგნის დასაწყისი ზედმეტად იწელება, ის არც თუ ისე მნიშვნელოვანი აზრის იქნება, მაგრამ თუ წიგნი მოვლენის აღწერით ან პირდაპირ სიუჟეტით იწყება – ეს საინტერესო შინაარსის მომასწავებელი უნდა იყოს. დამეთანხმებით ალბათ ყველაზე რთული კი დამღლელი და მძიმე ფურცლების გადალახვაა. ნუ დაიზარებთ გაგრძელებას, რადგან ეს პირდაპირ მოასწავებს ღრმა და რთულ აზრს. გირჩევთ კითხვის პროცესში ფანქარი მოიმარჯვოთ , გახაზეთ თქვენთვის მოსაწონი ფრაზები, ნაცნობი სიუჟეტები ან თუნდაც გრძნობები და ემოციები. გვერდით აუცილებლად მიაწერეთ თქვენი აზრები, დასკვნები და მოლოდინები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მასე ვაკეთებ, ცადეთ თქვენც სულ სხვა ეფექტია . ბოლოს კი როდესაც დაამთავრებთ წიგნის კითხვას შეაჯამეთ თქვენი დასკვნები და მოლოდინები, იმსჯელეთ რამდენად დაემთხვა თქვენი აზრი ავტორისას. ასე უფრო საინტერესო გახდება კითხვაც, უფრო მეტად ჩაერთვებით შინაარსშიც და გაგიადვილდებათ მთავარი აზრის ამოცნობაც. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ გონების გავარჯიშებასა და ცოდნის გამდიდრებაში. ეს იყო რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის იმედია ეს ჩემი რჩევა გამოცდილება გამოგადგებათ, აუცილებლად ცადეთ რაც გირჩიეთ ნახავთ როგორ მოგეწონებათ ♥ .yttuyu მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა კითხვა, მაგრამ როდესაც დავიწყე კითხვის დროს ფანქრით საინტერესო მონაკვეთების გახაზვა, ან თუნდაც წინასწარი მოლოდინების დასკვნების გაკეთება უფრო საინტერესო გახდა წიგნები ჩემთვის და ეხლა უფრო მეტს ვკითხულობ და უკეთესად ვიაზრებ შინაარსს , თან არ დაგავიწყდეთ ეს ერთგვარი გონების ვარჯიშია .