ყველაზე ძველი წიგნი

აბა მეგობრებო იცით რომელია ყველაზე ძველი წიგნი ?tytyty
“გილგამეშის ეპოსი” თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. სწორედ ეს არის ყველაზე ძველი წიგნი , ისტორიკოსების კვლევების თანახმად, გილგამეში უძველესი ქალაქეის ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა. Continue reading

გარემოს დაცვა

hyttuuytytyty 667867 მოდით ვისაუბროთ გარემოზე და გარემოს დაცვაზე 🌴  მეგობრებო გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა. ანუ რაც შეიძლება უნდა შეიზღუდოს და შემცირდეს ზიანის მიყენება ადამიანის მხრიდან ბუნების მიმართ . მოგეხსენებათ დღეს გარემოს დაცვის მხრივ დიდი პრობლემებია სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი – ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს სანატრელი გაგვიხდეს… Continue reading

რეალური პრობლემა და გამოგონება, რომელიც მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს!

მსოფლიო დონის გამოგონება, რომელიც მილიონებს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს!

მე ვფიქრობ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ სასმელ წყალთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა! ყველას გვსმენია იმის შესახებ რომ განსაკუთრებით დიდი პრობლემები აქვთ ამ მხრივ აფრიკის ქვეყნებს , არ აქვთ წყალი მიითუმეტეს კი სუფთა სასმელი წყალი . ნუ არც ჩვენთან არის მთლად ისეთი წყალი რომელიც სასმელად ვარგისია,  არის რაღაცა ხარვეზები, ამიტომ ჩვენი სკოლის ” მუსხის საჯარო სკოლის” უფროსკლასელები აქტიურად ვართ ჩართული CVA _ ში სადაც ვაკეთებთ გამოკითხვებს და პროექტებს რომლის     ფარგლებშიც ვაპირებთ აღმოვფხვრათ პრობლემები და დავეხმაროთ ხალხს 💕 💖…  მეგობრებო   დღეს მსოფლიოში 884 მილიონ ადამიანს არა აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. ეს ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის ყველას ჭირდება სუფთა წყალი და აბა წარმოვიდგინოთ რა რთულია და რამდენი პრობლემა წარმოიქმნება როდესაც არ გაქვს სუფთა წყალი ეს კატასტროფაა …მინდა გიამბოთ ერთი სასიხარულო ფაქტი რაც იმედია მოაგვარებს სუფთა წყლის პრობლემას ეს მართლაც უნიკალური სიახლეა, რომელიც გაოცებას და აღტაცებას იწვევს. ხო და მეგობრებო სწორედ იმ ადამიანებისთვის ვისაც არ აქვს სასმელი სუფთა წყალი მათთვის არის მეცნიერების ეს საოცარი გამოგონება lifestraw, წყლის პერსონალური გამფილტრავი, რომელიც თურმე არ შეიცვავს არანაირ ქიმიურ მინაერთს.როგორც გამომგონებლები ამტკიცებენ, ეს მფილტრავი ნებისმიერ წყალს ასუფთავებს მავნე ბაქტერიებისაგან 99.999% -ით. ასე რომ, ყველას შეეძლება მიიღოს სუფთა წყალი მდინარიდან, ტბიდან ან თუნდაც ჭაობიდან. მას შეუძლია გაფილტროს 1,000 ლიტრი წყალი. გამოგონებას Continue reading

21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემა

https://i0.wp.com/news.city.zt.ua/uploads/posts/2011-12/1324496577_kompyuter.jpg

დღესდღეისობით, 21-ე საუკუნეში, ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ყველა ჩვენგანისათვის წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა მილიონობით წელი არსებობდა და ვითარდებოდა კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, უახლოეს ტექნოლოგიებს ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ, ისინი გვეხმარებიან ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად განხორციელებაში. სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტებით მეგობრებს, ახლობლებს, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებს, ვნახულობთ მათ ფოტოებს, ვგებულობთ მათი ცხოვრების შესახებ, ვეცნობით ახალ ამბებს, ასევე უამრავი კერძო თუ სახელმწიფო კომპანია აკეთებს რეკლამას, ავრცელებს სიახლეებს, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ ექცევა. Continue reading

უჩვეულო რეალობა

მეგობრებო მინდა გიამბოთ ერთი უჩვეულო ამბავი რომელიც ჩემს ახლობელს, მეგობარს დაემართა , სულ პირველად საღამო ხანს მოესმა ხმა ვიღაცა მის სახელს იძახდა და თან სახურავზე დადიოდა , სახურავზე ფეხის ხმა ისმოდა . შემდეგ ეს ხმა ბორჯომის ტყისკენ მიიწევდა ეს გოგო ცხოვრობდა ბორჯომში ბინაში ტყესთან ახლოს . გოგონა გაჰყვა ხმას ხმა ტყისკენ მიდიოდა ხმა ერთი და იგივეს მხოლოდ სახელს იმეორებდა და ტყეში ღრმად შედიოდა , უკვე ბნელოდა , ტყეში დაახლოებით 50 მეტრი გაიარა, შემდეგ მოეგო გონს და უკან გამოიქცა სირბილით. დრო გადიოდა და მის ოთახში ფანჯრიდან გადმოდიოდნენ თეთრი ლანდები მის საწოლს არწევდნენ , ჩემმა მეგობარმა ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიაში სიარული ,მაგრამ მაინც იგივე გრძელდებოდა , ამ გოგონას 120 წლის მოხუცმა ასწავლა რომ საწოლთან დაედო თხის ბეწვი და მხოლოდ ამან უშველა , ამის შემდეგ აღარ გამოჩენილან ეს სულები მოჩვენებები თუ ლანდები . რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ ქონდა ხილვა , მოვიდა ასაკიანი ქალი შავებში ჩაცმული და ასწავლა მკითხაობა ამის შემდეგ ეს გოგონა 7 წელი მკითხაობდა, ძილშიც კი. უკვე აღაე შეეძლო სულ ხილვები ქონდა ,ხმები ესმოდა , წინასწარ გრძნობდა , დავეხმარეთ ნათესავები, მეგობრები და მოძღვარის გვერდში დგომით ყველაფერი დათმო , ღამეებიც კი არ ეძინა … დღეს ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლო ადამიანი ცხოვრობს ჩვეულებრივად , მაგრამ მაინც ფიქრობს და ეშინია რომ არ დაბრუნდნენ …ასევე ეს ადამიანი ულოცავს ხალხს : შიშზე ,თვალზე და კურნავს მათ , უამრავი ადამიანს დაეხმარა ის .44546 Continue reading

ზველი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია , ზედგინიძეები .

SAM_7276 მე ვიყავი 3 მაისს სოფელ ზველში რათა გადამეღო და ჩამეწერა სოფელი ზველის ისტორია იქ მაცხოვრებელი ხალხის ისტორია ასევე მე-10 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია . ზველი ადმინასტრაციულად ასპინძის რაიონს მიეკუთვნება . მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო – აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალი თხემის თავზე, მოვაკებულ ადგილას . მდებარეობს ზღვის დონიდან 1.460 მეტრ სიმაღლეზე. ასპინძიდან დაშორებულია 13.5 კილომეტრით სოფელ ზველს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები: ორგორა და სახუდაბელი ჩრდილოეთით ნასოფლარები ღობიეთი და ქორეთი , დასავლეთით სოფელი ჭობარეთი , ხოლო სამხრეთით- ხშირი , შერეული ტყე . სოფელი ზველი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილმდებარეობითაა შემკობილი მესხეთ-ჯავახეთში. სწორედ, აქ ამ სოფელში, არიან კომპაქტურად დასახლებული ზედგინიძეები.SAM_7347 სოფლის მაცხოვრებლებიდან არავინ იცის , როდის დასახლდნენ ისინი ამ ტერიტორიაზე , თუმცა იციან რომ ისინი მოვიდნენ იტალიიდან და დასახლდნენ ქართლსა შინა და ახალციხესა შინა და მეფე სუმბატმა მიიღო აზნაურობის ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინიძეობა . გიორგი მეფის დროს მათ მიიღეს თავადობა ქრისტეს აქეთ 1150 წელს და იწოდებოდნენ ზედგენიძედ სწორედ ამ პერიოდში მოხდა მათი დასახლება ამ ტერიტორიაზე .   ზველი. საფლავის ქვა ცხვრის გამოსახულებით 1.5 მეტრი სიგრძის , მე -10 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია .   Continue reading

როგორ მოვუაროთ წიგნებს

მოდით ვისაუბროთ წიგნებზე წიგნი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნივთია მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის გონებისათვის გრძნობებისათვის და თუნდაც გენიალური საშუალებაა გონების გავარჯიშების  წიგნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის. ჩვენ ხშირად ვიყენებთ მათ ფართო დანიშნულებით. იმისათვის, რომ ბიბლიოთეკა გვქონდეს კარგ მდგომარეობაში, გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

  1. 1დასაწყისისათვის აჯობებს, რომ შეარჩიოთ სწორი ადგილი ბიბლიოთეკისათვის. თქვენს მიერ შერჩეული ადგილი არ უნდა იყოს ნესტიანი (ნესტს შეუძლია ძლიერ დააზიანოს თქვენი წიგნები), ასევე წიგნებს არ უნდა ეცემოდეს მზის სხივები.
  2. 2შეეცადეთ ჩაატაროთ თქვენი ბიბლიოთეკის შემოწმება თვეში ერთხელ მაინც. თუ აღმოჩენთ ობს რომელიმე წიგნზე აუცილებლად მოაშორეთ ის (სასურველია ბამბით, რომელიც გაჟღენთლია წყალბადის ზეჩანგით). გადაწმინდეთ მტვერი.
  3. 3უმჯობესია თაროებზე წიგნები მწკრივებად დააწყოთ, ნუ დაალგებთ მათ ძალიან მჭიდროდ. როცა რომელიმე წიგნის გამოღება გსურთ, ნაზად მოეპყარით, ნუ გამოწევთ ყდით, ის შეიძლებამარტივად გახიოთ.

სულ ეს იყო მეგობრებო გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ წიგნებს ♥ Continue reading

ებოლას ვირუსის განკურნება მარიხუანას შეუძლია

ებოლას ვირუსის განკურნება მარიხუანას შეუძლია

ამერიკელმა ვირუსოლოგებმა ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება მარიხუანის დახმარებით შეძლეს. სენსაციური დასკვნა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი შემთხვევის დროს მოხდა, როდესაც ებოლას ვირუსით დაავადებულ პაციენტს ექიმებმა მარიხუანა დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც პაციენტმა მარიხუანის მოხმარება დაიწყო, მისი სხეულის ტემპერატურა დაეცა, გაუძლიერდა საკვები მოთხოვნილება და უმეტეს შემთხვევაში ეძინა, თუმცა მეორე დღეს პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ექიმებმა მას უფლება მისცეს გამოიყენოს მარიხუანა, სანამ სრულად არ გამოჯანმთელდება.
როგორც აღმოჩნდა , ფერმენტების და აქტიური ალკალოიდების შედეგად, მცენარეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ებოლაზე და მოაწესრიგოს ორგანიზმის იმუნური სისტემა. ექიმების განმარტებით, მედიცინაში კანაფის გამოყენება იძლევა მაღალ შანსს, რომ ებოლას ვირუსით დაინფიცირებული პაციენტები განიკურნონ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ზოგიერთი სპეციალისტი მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს.
ექიმი სანჯაია გუპტი აღნიშნავს, რომ იმ ადგილებში, სადაც ებოლას ეპიდემია, ჭირი და მალარია მძვინვარებს, აუცილებელია მარიხუანის გამოყენება, რადგან მისი მტკიცებით, კანაფის საშუალებით პაციენტების განკურნება რეალურად შესაძლებელია.https://www.youtube.com/watch?v=gzM6ClbrjfA                                                                                                                                                                                                                                                                   https://www.youtube.com/watch?v=dNLuggdW908

ბედნიერების მსოფლიო ინდექსი

იცოდით მეგობრებო ? საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 158 ქვეყანას შორის 130-ე ადგილზეა. ამის შესახებ ახალი კვლევა გაერო-ს ინიციატივით, ორგანიზაცია SDSN-მა გამოაქვეყნა. საქართველოში მოსახლეობის ბედნიერებას ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს.
კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიას ჰყავს, შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი განეკუთვნებიან ტოგო, ბურუნდი, ბენინი, რუანდა და სირია.                                                                                                                                                             სიმართლე გითხრათ ასეთ შედეგს არ ველოდი ,მეგონა რომ საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა  …როგორც ჩანს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა დაბალია , უფრო სწორად ძალიან დაბალია  .ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა. ამ საკითხებთან მიმართებაში რთული სიტვაცია იყო ვიცოდი მაგრამ ასეთს არ ველოდი 😦 იმედია ყველაფერი გამოსწორდება ♥ და ვუსურვებ საქართველოს ბედნიერების მსოფლიო ინდექსში ყოველთვის 1 ადგილი დაეკავებინოს 😀 

23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე

 წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს . ეს თარიღი “იუნესკომ” უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
23 აპრილს ჩვენი ქვეყანაც წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოშიც იმართება ღონისძიებები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი “ვიტამინი” წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.   სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა საკუთარ გამოცემებს წარმოადგენს.საქართველოსათვის ამ დღის შემოღებას, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 90-იანი მძიმე წლების მერე, წიგნი ისევ დაუბრუნდა საქართველოს და შესაბამისად დაუბრუნდა მკითხველიც.                                    მე დღეს დავამთავრე ანა ფრანკის დღიურის კითხვა , ეს ჩემი საყვარელი წიგნია და ამიტომ მეორედ წავიკითხე ძალიან მიყვარს ანა ფრანკი და ეხლა ვკითხულობ ტიტე კოპალეიშვილის ‘ერუდიტობა გსურთ? ” ეს ტიტე კოპალეიშვილის წიგნი გადმომცეს თამაშ რა , სად როდის -ში მეორე ადგილის დაკავებისთვის .♥ მე გირჩევთ  რომ იკითხოთ წიგნები და არ გაატაროთ აეც ერთი დღე წიგნის გარეშე ♥ Continue reading