რას ამბობენ თქვენზე ნახატები, რომლებსაც ფურცელზე გაუცნობიერებლად ხატავთ

 

მრავალ ადამიანს ახასიათებს სხვადსხვა ფორმის ფიგურების, ხაზებისა და ნახატების ხატვა ტელეფონზე საუბრის, მოსაწყენის ლექციის მოსმენის ან მორიგი თათბირის დროს. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ დაგაინტერესებთ, რას ამბობენ თქვენზე ეს “იეროგლიფები”.

სახეები
სახეების ხატვა ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. ლამაზი ქალის სახე – რომანტიკულ ოცნებებზე, მოღრეცილი ფიზიონომია კი – კონფლიქტსა და უკამყოფილებაზე. დიდთვალებიანი სახეები – სიცოცხლის სიყვარულსა და ოპტიმიზმს ნიშნავს, გრიმასები (სახის მანჭვა) – ავტორის ცხოვრებაში დისკომფორტისა და წყენის არსებობაზე მიანიშნებს. გაურკვეველი სახეების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული. თვალებისა და პირის გამარტივებული, პირობითი გამოსახვა (წერტილები, ხაზები) გაუცხოვებასა და იზოლირებულობას გამოხატავს.

თვალები
თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ თვითამოცნობისა და თვითანალიზის შესანიშნავი უნარი გაქვთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ. თუ თვალები დახუჭულია, ამ სამყაროში რაღაცის ცოდნა ან დანახვა არ გსურთ. თუმცა სხვა ვერსიით, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ქვეცნობიერად რაღაცის შეტყობა გსურთ, ანუ რამეზე თვალის ახელა.

სახლები და ფუტკრის ფიჭა
სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოხაზული სახლი – ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია. გრძელი სახლი – ბევრი მოგონება და ახალი გეგმები.

ვარსკვლავები
მარტივი ვარსკვლავები – ოპტიმისტი ხართ და სერიოზული სირთულეები და გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზღარბის მსგავსი, მრავალსხივიანი ვარკვლავები თქვენს შფოთვაზე, განცდებსა და რაღაცისგან დამალვის სურვილზე მიუთითებს.

გულები                                 
თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანე იმალება. საკვანძო სიტყვაა – “იმალება”. პოზიტიური ნაკადი უფრო აქტიურად უნდა გამოუშვათ გარეთ. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!
Continue reading

ფერები სტრესის, თავის ტკივილის, უძილობის, უხასიათობის წინააღმდეგ

ty6767 სტრესის შედეგებს, თავის ტკივილს, უძილობასა და უხასიათობას თურმე ფერის თერაპიაც შველის.

თავის ტკივილი: ფერი – წითელი
როცა აბები ვეღარ გვეხმარება, ან თან არა გვაქვს, თვალებზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცი დაიფინეთ, ცოტახნით წამოწექით და ყველაფერი დედამიწის ზურგზე დაიციწყეთ. წითელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ადრენალინის გამოყოფას აძლიერებს, რისი წყალობითაც სპაზმი, რომელიც თავის ტკივილს იწვევს, რამდენიმე ხნის შემდეგ ქრება. სპეციალისტები თვლიან, რომ წითელი ბლოკნოტიც კი ოპტიმისტურად განაწყობს ადამიანს, რაღა უნდა ვთქვათ წითელი ვარდების თაიგულზე.

სამსახურებრივი სტრესი: ცისფერი

თუ საქმე აღარ გახარებთ, რამე ცისფერს შეხედეთ. ცის ფერი წნევას ადაბლებს და რეალობასთან გვარიგებს. თუ სიმშვიდის შენარჩუნება გსურთ, როცა ირგვლივ ყველა წუწუნებს და ბუზღუნებს, სამუშაო მაგიდაზე ლაჟვარდისფერი ნახატი დადეთ, ცისფერშუშებიანი სათვალე გაიკეთეთ, ან მონიტორი მოაწესრიგეთ. გამორიცხული არ არის, რომ ცისფერმა კომპიუტერულმა სივრცეებმა თქვენს კარიერასთან დაკავშირებით რამე საინტერესო შთაგაგონონ.

უძილობა: ვარდისფერი Continue reading

ბლოგის წარმატება

კრეატიული ბლოგი პროგრამა „მომავლის თაობა“
კონკურსის „სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის”
გამარჯვებული ბლოგია >>> ახალგაზრდა განმანათლებლის ნომინაციაში ♥ .   კონკურსი 2015 წლის ივნისში დამთავრდა და კრეატიულ ბლოგმა პირველი ადგილი დაიკავა . მინდა ამ პოსტით მადლობა გადავუხადო კრეატიული ბლოგის მკითხველებს , იმ ადამიანებს ვინც სტუმრობდა ჩემს ბლოგს , უღრმესი მადლობა მიყვარხართ ძალიან . ♥ მადლობა 6,677 ვიზიტორს , 765 ადამიანს რომელთაც მოსწონთ ფეისბუქ გვერდი კრეატიული , მადლობა 771 followers .    მახარებს ბლოგის წარმატება , მეამაყება რომ ჩემი ბლოგი წარმატებულია, ასევე მიხარია  შრომა რომელიც მე ამ ბლოგში ჩავდე დაფასდა , მიზანს მივაღწიე და დღეს ბლოგს ჰყავს უამრავი მკითხველი და ის თავის ნომინაციაში პირველია …  💌❤ ytytutyu

ჰულა-ჰუპი

მინდა ეს პოსტი დავწერო ჰულა- ჰუპის შესახებ , ჰულა-ჰუპის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მინდა გითხრათ რომ დამსახურებულად , არსებობს სხვადასხვა სახის ჰულა-ჰუპები , მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სხვაობების მიუხედtyttyuავად ნებისმიერი დაგეხმარებათ წელის დაწვრილებაში და წონის დაკლებაში . ჰულა-ჰუპი ზრდის მოქნილობას, ელასტიურობას ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, თუ თქვენ 100 წუთი ივარჯიშებთ დაწვავთ 1000 კალორიას . ჰულა ჰუპი პრაქტიკულია, მისი გამოყენება სახლში შეიძლება ის კომპაქტურია და მისი შეძენა არ მოითხოვს დიდ ხარჯებს. ჰულა-ჰუპი ერთ-ერთი უძველესი და კარგად გამოცდილი ტრენაჟორია, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას (მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ). იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, შეიძინეთ ორი ჰულა-ჰუპი: ერთი – მძიმე, რომელსაც აქვს მასაჟორები (შლის ლიმფას) და მეორე – მსუბუქი, რომელიც ავარჯიშებს კუნთებს. რაც უფრო მსუბუქია რგოლი, მით უფრო ძნელია მისი დატრიალება და, შესაბამისად, სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, რაც უფრო დაგაახლოებთ შედეგთან. ყოველდღიური 30-წუთიანი ვარჯიში ჰულა-ჰუპით, თქვენი წელის გარშემოწერილობას თვეში 5-7 სანტიმეტრით შეამცირებს. ოღონდ, ისევე, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებისას, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ერთი საათი არანაირი საკვები (წყალიც კი) არ უნდა მიიღოთ.        ჩემს ვარჯიშებში დიდი ადგილი უკავია ჰულა-ჰუპს, როგორც ვარჯიში ასევე ჩემთვის გართობის საშვალებაცაა რადგან მისი წელზე ტრიალი მარტივი და სახალისოა. 😀    

                                                                                                                                       ესეც ჩემი ჰულა-ჰუპი♥

როგორ დავინტერესდეთ წიგნით

მოგეხსენებათ პატივცემულებო რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო მცირდება მათი რიცხვი ვინც წიგნს კითხულობს. ზოგი წიგნის არჩევისას მის სათაურს აქცევს ყურადრებას, ზოგი კი უბრალოდ მოკლე მოთხრობებს ეძებს , რომ წაიკითხოს . თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა საინტერესო სათაურის ქვეშ უინტერესო დასაწყისია .tytytu ძნელია დასაწყისში განსაზღვრო, რამდენად ღირებული იქნება წიგნი, თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ, თუ როგორ დაინტერესდეთ წიგნით. მაშ ასე მეგობრებო : თუ წიგნის დასაწყისი ზედმეტად იწელება, ის არც თუ ისე მნიშვნელოვანი აზრის იქნება, მაგრამ თუ წიგნი მოვლენის აღწერით ან პირდაპირ სიუჟეტით იწყება – ეს საინტერესო შინაარსის მომასწავებელი უნდა იყოს. დამეთანხმებით ალბათ ყველაზე რთული კი დამღლელი და მძიმე ფურცლების გადალახვაა. ნუ დაიზარებთ გაგრძელებას, რადგან ეს პირდაპირ მოასწავებს ღრმა და რთულ აზრს. გირჩევთ კითხვის პროცესში ფანქარი მოიმარჯვოთ , გახაზეთ თქვენთვის მოსაწონი ფრაზები, ნაცნობი სიუჟეტები ან თუნდაც გრძნობები და ემოციები. გვერდით აუცილებლად მიაწერეთ თქვენი აზრები, დასკვნები და მოლოდინები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მასე ვაკეთებ, ცადეთ თქვენც სულ სხვა ეფექტია . ბოლოს კი როდესაც დაამთავრებთ წიგნის კითხვას შეაჯამეთ თქვენი დასკვნები და მოლოდინები, იმსჯელეთ რამდენად დაემთხვა თქვენი აზრი ავტორისას. ასე უფრო საინტერესო გახდება კითხვაც, უფრო მეტად ჩაერთვებით შინაარსშიც და გაგიადვილდებათ მთავარი აზრის ამოცნობაც. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ გონების გავარჯიშებასა და ცოდნის გამდიდრებაში. ეს იყო რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის იმედია ეს ჩემი რჩევა გამოცდილება გამოგადგებათ, აუცილებლად ცადეთ რაც გირჩიეთ ნახავთ როგორ მოგეწონებათ ♥ .yttuyu მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა კითხვა, მაგრამ როდესაც დავიწყე კითხვის დროს ფანქრით საინტერესო მონაკვეთების გახაზვა, ან თუნდაც წინასწარი მოლოდინების დასკვნების გაკეთება უფრო საინტერესო გახდა წიგნები ჩემთვის და ეხლა უფრო მეტს ვკითხულობ და უკეთესად ვიაზრებ შინაარსს , თან არ დაგავიწყდეთ ეს ერთგვარი გონების ვარჯიშია .

 

ძაფის შეღებვა

ალბათ მეთანხმებით რომ ლამაზი სანახავია უამრავი ფერებით გაწყობილ ხალიჩებს როდესაც ვხედავთ , მხიარულ ფერებს შეუძლიათ შექმნან კარგი განწყობა და გაალამაზონ ნაქსოვი . SAM_7161
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა თუ როგორ ვიღებთ ამ ლამაზ ფერებს რომლებსაც ვიყენებთ შემდეგ ხალიჩების და ფარდაგების ქსოვაში . ყოველ წლიურად ხალხური რეწვის სკოლის მასწავლებელთან მარიამ ჟუჟუნაძესთან ერთად მივდივარ ტყეში , მინდორში და ვაგროვებთ ყვავილებს , სხვადასხვა მცენარის ფესვებს რათა შემდეგ მათი გამოყენებით შევღებოთ მატყლი და მივიღოთ ულამაზესი ფერები .SAM_7200 მატყლის ბუნებრივი ფერებია: თეთრი, „ცხვრის შავი“ -შავი და შავ ფერში გარდამავალი მუქი ყავისფერი, „ ცხვრის წითელი“ -წითელი, „ლეგა“ -რუხი, შავი ფერის მისაღება ყველაზე მეტა გავრცელებულია თავშავაში „დედება“ : თავშავას ჯერ ჩაყრიან, ჩააფენენ შესაღები ქვაბის ფსკერზე,შემდეგ ფენა-ფენა ჩააფენენ თავშავას და ა.შ. შემდეგ დაასხამენ იმდენ წყალს, რომ ქვაბში შესაღები ძაფი და მცენარე თავისუფლად იყოს. ქვაბს შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ. ღებვის დროს სამღებროს დროდადრო ამოწმებენ. ძაფი ჭინჭარში მწვანედ იღებება . Continue reading

ანდაზები

ამ პოსტში დავწერ ძველ ქართულ ანდაზებს, რომლებსაც დამრიგებლური ხასიათი აქვთ , ქართულს ყველაფერს ვაფასებ ♥ , თუმცა ანდაზებს განსაკუთრებით რადგან დიდი სიბრძნე და დარიგებაა ჩადებული. შემოგთავაზებთ ჩემს რჩეულ ანდაზებს ჩემეული განმარტებებით . 1. არ დაარიგო ბრიყვი – გაგიძულებს, დაარიგე ბრძენი – შეგიყვარებს . ეს ანდაზა გვასწავლის რომ რჩევა დარიგება უნდა მივცეთ ჭკვიანს, ის გაიგებს და მადლობელი დაგვრჩება . ხოლო ბრიყვი ვერ მიხვდება და პირიქით ეწყინება . 2. ენა ჩვილი , მოსტეხს ძვალსაო . აქ ჩანს სიტყვის და ენის ძალა , თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანის ნათქვამს . 3. ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ამ ანდაზაში ჩანს რომ მოთმინება გამარჯვების საწინდარია , 4. თეთრი თხა მსუქანი ეგონათ , დაკლეს და მჭლე გამოვიდაო . ანუ ყველაფერი ისე არ არის როგორც გარედან , ერთი შეხედვით ჩანს . 5. კაი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება. კარგი საქციელი ყოველთვის დაფასდება . 6. სახელი ჯობს ქონებასო, მამაჩემის ცხონებასო . სიმდიდრე და ქონება წარმავალია , ხოლო სახელი მუდმივი ამიტომ სახელი ჯობს ქონებასო. 7. ძილი ,- ძილის საფუარიაო .ყველაფერმა შეჩვევა იცის , უფრო და უფრო მეტის მონდომება . 8. შეძახილი ხეს გაახმობსო . ამ ანდაზაშიც სიტყვის ძალაა ასახული . 9. ღმერთი თუ ქწყალობს ,-ეშმაკი ვერას დაგაკლებსო . ამ ანდაზიდან ჩანს ღმერთის სიძლიერე . 10. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ტყუილი დიდ ხანს არ დაიმალება . სულ ეს იყო, იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის ანდაზები ჩემეული განმარტებებით. 💛

როგორ ვბეჭდოთ სწორად

ამ პოსტში ვეცდები გასწავლოთ პირადი გამოცდილებიდან თუ როგორ უნდა ვბეჭდოთ სწორად, იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევა, სწავლება  :* “ბრმა აკრეფის” ერთერთი ძირეული ფაქტია ის, რომ თითოეულ თითზე მიმაგრებულია ღილაკების საკუთარი ზონა, ანუ თითებს აქვს ადგილი კლავიატურაზე სადაც უნდა განლაგდეს თითები საწყის მდგომარეობაში . რაც შეეხება ჯდომას , სასურველია იჯდეთ ზურგიან სკამზე ან მოძრავ სკამზე.უნდა იჯდეთ სწორად, თავის დახრის გარეშე. მანძილი თვალებსა და ეკრანს შორის უნდა შეადგენდეს 40-დან 70 სანტიმეტრამდე. მეგობრებო თქვენი მზერა მიმართული უნდა იყოს მონიტორის ცენტრისკენ  . yututyuyiთითების საწყისი პოზიცია არის ASDF და JKL: მიტომ, რომ ამ ზონაში მდებარეობენ ის ღილაკები, რომლებიც როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოიყენება ბეჭდვის დროს.  ეხლა კი გეტყვით რომელი ხელის რომელი თითი სად თავსდება მარცხენა ხელი A – ნეკა S – არა D – შუა F – საჩვენებელი მარჯვენა ხელი J – საჩვენებელი K – შუა L – არა ; – ნეკა . Continue reading

დედის გული

ერთ ვაჟს მეტის მეტად უყვარდა ერთი ქალი .yuyuyuyi ქალი კი არ მიყვებოდა ვაჟს ცოლად , სანამ საჩუქრად არ მიუტანდა თავის საცოლეს – თავისივე საკუთარი დედის გულს . ვაჟს დედაც ძალიან უყვარდა , ვერ იმეტებდა სასიკვდილოდ , მაგრამ ქალის სიყვარულმა დაძლია , მიეპარა მძინარე დედას ფეხაკრეფით , მიადგა ალესილი დანით , გაუჭრა მკერდი და გული ამოიღო . დედის გული ხელზე დაიდო და საცოლესთან უნდა წაეღო . უცაბედად გზაზე ფეხი ქვას წამოკრა და კინაღამ წაიქცა , დედის გულმა მიაძახა :”ნელა შვილო , არაფერი იტკინო , დედაშენი გენაცვალოს, ფრთხილად იარე “. ამის გამგონ შვილს თავბრუ დაეხვა და იქვე უსულოდ დაეცა .

18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე

აბა მეგობრებო როგორ ხართ? მე ძაან მაგარ ხასიათზე ვარ♥ მოგეხსენებათ დღეს 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეა . 1977 წელს მოსკოვში მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ. 1978 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს 150 ქვეყანაში. ამ დღეს მუზეუმებში ეწყობა ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები. ჩვენს სოფელში არსებულ  მუზეუმსაც რათქმაუნდა დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეს ყავდა მნახველები დამთვარიელებლები ტელევიზიები და ჟურნალისტები , ნახეს თუ როგონ ვქსოვთ ვართავთ ვჩეჩავთ ვღებავთ მატყლს . ♥ გილოცავთ ამ დღეს მუზეუმების და ხელოვნების მოყვარულებს და ვისურვებდი რომ საქართველოში ყოფილიყოს ბევრი წარმატებული მუზეუმი♥.  ასევე დღეს უფასოდ შეეძლო დამთვალიერებელს რაბათში სტუმრობა და იქ არსებული მუზეუმის დათვალიერება ნუ მე არც ეს შანსი გავუშვი ხელიდან და მოვინახულე მუზეუმი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს უფასოა შესვლა საქართველოს ყველა მუზეუმში. 2015 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის.                                            78679879