წყალდიდობა თბილისში, გარდაცვლილები, განადგურებული ზოოპარკი და გაქცეული ცხოველები

მინდა ეს პოსტი დავწერო იმ სამწუხარო ფაქტზე, რომელიც წყალდიდობებმა გამოიწვია და ასეთი მძიმე სიტვუაცია შექმნა თბილისში : გარდაცვლილები, განადგურებული ზოოპარკი და გაქცეული ცხოველები… reret   უხვამა ნალექმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქის ბევრი უბანი დაიტბორა, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი გმირთა მოედანი და თბილისის ზოოპარკია. მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა.   დატბორილია სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა დაწესებულებები. თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს: “სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. Continue reading