გამოკითხვა ” ჩვენი სოფლის პრობლემები ”

მინდა გიამბოთ გამოკითხვის შესახებ რომელიც ჩავატარე სოფელ მუსხში , გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლემა : წყალი, გზა, გარე განათება , დასუფთავება,თუმცა ამ ძირითადი პრობლემების გარდა უამრავი პრობლემა არსებობს , მეც ამ სოფლის მკვიდრი ვარ და ვხედავ რომ არსებობს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა , ვფიქრობ ასეთი გამოკითხვები აქტივობები და ფაქტების შეგროვება რომ რეალურად დგას ეს პრობლემა და ხალხს აწუხებს შედეგს გამოიღებს და ჩემი შრომაც დაფასდება . პირველ რიგში კი ჩემი მიზანია ხალხის, თემისა და ქვეყნის დახმარება , კეთილდღეობა . ამ პოსტში იხილავთ გამოკითხვის ვიდეოებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუ რა აწუხებთ მათ. მაშ ასე იხილეთ ვიდეოები ♥ .

გამოჩენილ ადამიანთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე

მინდა გაგაცნოთ გამოჩენილ ადამიანთ აზრი ქართველებზე და საქართველოზე , მე ამოვარჩიე 10 ფრაზა თუ გსურთ მეტს გაეცნოთ ოსტის ბოლოს იხილეთ ლინკი 🙂

1. მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალ. დიუმა (ფრანგი მწერალი, 1803-1870)

49ae585a3af82. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.

სიუზან ეიზენჰაუერი

3. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

იმანუილ კანტი, II, 279

4.  ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

ვინკელმანი (გერმანალი ისტორიკოსი დო არქეოლოგი)

5.  საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.

ფრიდრიხ ბოდენშტედტი (გერმანელი მწერალი)

6. ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს… კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.

შარლ ჰუმელი, ჟურნალ «ატლანტისის» რედაქტორი

7. პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი. Continue reading

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა  „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს დღე ყოველ წელს პომპეზურად სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება.             გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ♥   Continue reading

როგორ ვბეჭდოთ სწორად

ამ პოსტში ვეცდები გასწავლოთ პირადი გამოცდილებიდან თუ როგორ უნდა ვბეჭდოთ სწორად, იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევა, სწავლება  :* “ბრმა აკრეფის” ერთერთი ძირეული ფაქტია ის, რომ თითოეულ თითზე მიმაგრებულია ღილაკების საკუთარი ზონა, ანუ თითებს აქვს ადგილი კლავიატურაზე სადაც უნდა განლაგდეს თითები საწყის მდგომარეობაში . რაც შეეხება ჯდომას , სასურველია იჯდეთ ზურგიან სკამზე ან მოძრავ სკამზე.უნდა იჯდეთ სწორად, თავის დახრის გარეშე. მანძილი თვალებსა და ეკრანს შორის უნდა შეადგენდეს 40-დან 70 სანტიმეტრამდე. მეგობრებო თქვენი მზერა მიმართული უნდა იყოს მონიტორის ცენტრისკენ  . yututyuyiთითების საწყისი პოზიცია არის ASDF და JKL: მიტომ, რომ ამ ზონაში მდებარეობენ ის ღილაკები, რომლებიც როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოიყენება ბეჭდვის დროს.  ეხლა კი გეტყვით რომელი ხელის რომელი თითი სად თავსდება მარცხენა ხელი A – ნეკა S – არა D – შუა F – საჩვენებელი მარჯვენა ხელი J – საჩვენებელი K – შუა L – არა ; – ნეკა . Continue reading

სამცხე- ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015

დღეს ოცდაოთხ მაისს გაიმართა ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი , ფორუმი საშვუალებას გვაძლევს ახალგაზრდებს რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ინტერესები , იდეები პროექტის სახით . 10535613_878663235534438_3793735553998461963_o (1) მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობას, დემოკრატ მესხთა კავშირს და world vision – ს , yuyuyi♥ მონაწილეობას ვიღებდით ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები ექვსი თემი, მოხდა საერთო პრობლემებზე შეჯერება პროექტების დამუშავება და შემდეგ ამ პროექტების აუდიტორიისათვის გაცნობა. მე უკვე მეორედ ვიღებდი ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობას , გასულ წელს რუსთავში რომელიც გაიმართა 5-7 დეკემბერს და მეორე ფორუმი რომელიც დღეს მოეწყო, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა პროექტების წერაში და შემდეგ აუდიტორიისათვის წარდგენაში ,10475448_822237634534223_7176723864692514163_o.jpguytiy მე ამ ცოდნას გავუზიარებ სხვა  ახალგაზრდებს რათა ხელი  შევუწყო მათ გააქტიურებას და  სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ჩემი პროექტი ეხებოდა ეკოლოგიას ანუ ეკოლოგიის ჯგუფში მოიაზრებოდა , პროექტის    ფარგლებში მოეწყობოდა : სოფლის ცენტრალური და შიდა გზების დასუფთავება გამწვანება , მწვანე ყუთების განთავსება სკოლაში და  სკვერის გაკეთება, ჩემი მხრიდან ამ თემაზე შეჯერება და პროექტის დაწერა გამოიწვია იმან რომ დაბინძურებულია გარემო, Continue reading

დედის გული

ერთ ვაჟს მეტის მეტად უყვარდა ერთი ქალი .yuyuyuyi ქალი კი არ მიყვებოდა ვაჟს ცოლად , სანამ საჩუქრად არ მიუტანდა თავის საცოლეს – თავისივე საკუთარი დედის გულს . ვაჟს დედაც ძალიან უყვარდა , ვერ იმეტებდა სასიკვდილოდ , მაგრამ ქალის სიყვარულმა დაძლია , მიეპარა მძინარე დედას ფეხაკრეფით , მიადგა ალესილი დანით , გაუჭრა მკერდი და გული ამოიღო . დედის გული ხელზე დაიდო და საცოლესთან უნდა წაეღო . უცაბედად გზაზე ფეხი ქვას წამოკრა და კინაღამ წაიქცა , დედის გულმა მიაძახა :”ნელა შვილო , არაფერი იტკინო , დედაშენი გენაცვალოს, ფრთხილად იარე “. ამის გამგონ შვილს თავბრუ დაეხვა და იქვე უსულოდ დაეცა .

22 მაისი – ნიკოლოზობა

ნიკოლოზობა აღინიშნება   22 მაისს – როცა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ყველაზე მეტად წმინდანს მეზღვაურები სცემენ თაყვანს.uyiuy
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი. სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა.სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, Continue reading

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

6768678 მინდა მოგილოცოთ ამაღლება , გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ♥. რამოდენიმე სიტყვით გიამბობთ ამაღლებასთან დაკავშირებით , მოგეხსენებათ  ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება . იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.   ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის.ytrytyu  Continue reading

“გალაკტიონობა 2015”

მოგეხსენებათ დაიწყო ფესტივალი “გალაკტიონობა 2015 ” ფესტივალს ახალგაზრდების გალაკტიონის შემოქმედებასთან და პოეზიასთან დაახლოვების მიზნით, აქვს კონკურსის სახე. სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შევქმენი ნახატი რომელიც წარვადგინე კონკურსზე , კონკურსი გაიმართა ვალეში სადაც ჩავედი და მონაწილეობა მივიღე აღნიშნულ კონკურსში .              ვანის რაიონ სოფ. ჭყვიშში ყოველწლიურად აღინიშნება გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,გალაკტიონობა“, სადაც საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მართავენ კონცერტს და კითხულობენ ლექსებს.

კონკურსი სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა შემდეგ ნომინაციებში:

• გალაკტიონის ლექსის მხატვრული კითხვა ;
• გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა;
• გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება;
• გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსი;
• გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ჩანახატი.      llllllll                 Continue reading

დასუფთავების აქცია

მინდა წინა პოსტის იდეა გავაგრძელო და ეს პოსტიც მივუძღვნა გარემოს დაცვას. დღეს 20 მაისს სოფელ მუსხში მოვაწყვე დასუფთავების აქცია , სადაც ჩავრთე პატარა ბავშვები ეს იყო მიზანმიმართული , რადგანაც ვფიქრობ რომ ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს გარემოზე ზრუნვა და სისუფთავის დაცვა  , utyu78 ვცდილობ კარგი მაგალითი მივცე მომავალ თაობას და ვასწავლო რომ უპირველესია გარემოზე ზრუნვა , სისუფთავის დაცვა და ერთმანეთზე ზრუნვა♥
r565 დასუფთავება გაიმართა სოფელ მუსხის ცენტრალურ გზაზე რომელიც მეტისმეტად იყო დაბინძურებული ასევე დავასუფთავეთ ამბულატორიის მიმდებარე ტერიტრია შიდა გზები და კულტურის სახლის შემოგარენი ytr6t76. ვფიქრობ ასეთი ღონისძიებები აუცილებელი და სასარგებლოა ხალხისთვის , პირველ რიგში ვასუფთავებთ იმ ადგილებს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ , მივცემთ კარგ მაგალითს სხვას თუ როგორ უნდა დაიცვას გარემოს სისუფთავე , ვასწავლით რომ არ შეიძლება ნაგვის დაყრა და დაბინძურება .  😊 😍              Continue reading