“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”

ყოველი წლის 31 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს დღეს – “მსოფლიო თამბაქოს გარეშე”.მოგეხსენებათ თუ რამხელა მავნებლობა აქვს თამბაქოს , ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე, ასევე პროპაგანდა ეწევა იმ პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ . SAM_8744ჩვენს სკოლაშიც ჩავატარე ტრენინგი სახელწოდებით ”თამბაქოს მავნებლობა” რათა ამემაღლებინა ახალგაზრდების ცნობიერება თამბაქოსთან დაკავშირებით და მის მავნებლობაზე თუ რა ზიანი მოაქვს მას .SAM_9291 SAM_8741როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო ,,აქაც საპატიო ადგილზე დგას” – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.SAM_8741

რადგანაც ასეთი მაღალია მოზარდების თამბაქოზე დამოკიდებულება , ტრენინგს ჩვენი სკოლის უფროსკლასელები ესწრებოდნენ . ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 1987 წელს დაარსა დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე, ამ დღის დაარსების მიზანი კი გახლდათ ის , რომ მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეულ უმძიმეს შედეგებისადმი. ცნობილია, რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიის შემდეგ თამბაქოს წევაა. ამდენად თამბაქო მთელს მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში 5 მილიონი თამბაქოს მწეველი იღუპება. განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ასეთ ქვეყნებში ამჟამინდელი მდგომარეობით საერთო სიკვდილიანობის ნახევარს თამბაქო იწვევს. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, განვითარებად ქვეყნებში, 2030 წლისათვის სიკვდილიანობის ყოველი 10 შემთხვევიდან 8 თამბაქოსთან იქნება დაკავშირებული. 31 მაისს მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე საქართველოშიც აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებებით. საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა: • სიგარეტის კვამლი შეიცავს 4800 ქიმიურ ელემენტს • მოზარდი ორგანიზმი ორჯერ მეტად მგრძნობიარეა ნიკოტინისადმი • სიგარეტის ნამწვს ბუნებაში სრული განადგურებისთვის სჭირდება 10 – 22 წელი • ცნობილი ბრენდის სარეკლამო რგოლების მთავარი როლის სამი შემსრულებელი სწორედ თამბაქომ შეიწირა. SAM_8742     SAM_9292 rtrt656 tytty tryytuy

დატოვე კომენტარი