ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში

29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა. ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა ადიგენიდან დაიწყო. 20:00 საათზე ცეცხლს ახალციხეში ექვსი მეჩირაღდნე დახვდა და ესტაფეტით ქალაქი შემოიარეს. ახალციხელი მეჩირაღდნეები იყვნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, მოკრივე ჯაბა ხოსიტაშვილი, რაგბისტი მიშა ხარშილაძე და სპორტსმენი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.5555

ესტაფეტის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიიტანეს და ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში აანთო.    

5

პარალელურად მიმდინარეობდა ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობისთვის ანრი ჯოხაძემ, ნინო ჩხეიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, ქეთი ორჯონიკიძემ, სოფო პაპუაშვილმა, ლინდა ადამიამ, სოფო ბათილაშვილმა, გიორგი ფრუიძემ და სხვა მონაწილეებმა იმღერეს. ღონისძიება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015“–ის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ახალციხელებს ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მიულოცა.

555

დატოვე კომენტარი