ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში

29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა. ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა ადიგენიდან დაიწყო. 20:00 საათზე ცეცხლს ახალციხეში ექვსი მეჩირაღდნე დახვდა და ესტაფეტით ქალაქი შემოიარეს. ახალციხელი მეჩირაღდნეები იყვნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, მოკრივე ჯაბა ხოსიტაშვილი, რაგბისტი მიშა ხარშილაძე და სპორტსმენი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.5555

ესტაფეტის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიიტანეს და ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში აანთო.     Continue reading

თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე  ჰა მიწის ნაკვეთი. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები . წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი არჩილ ჯანაშვილი. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ– ს გადაეცა. დიდი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს ა. ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი.
დღესაც თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე პარკია, რომლის ბინადართა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და დამთვალიერებლებსაც უფრო მეტ სანახაობებსა და მომსახურებას სთავაზობს.                                                                                                                                                                                               თბილისის ზოოლოგიური პარკში ♥1277548_1496980850533235_2005587744161090226_o (1).jpgytrytr Continue reading

ჰულა-ჰუპი

მინდა ეს პოსტი დავწერო ჰულა- ჰუპის შესახებ , ჰულა-ჰუპის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მინდა გითხრათ რომ დამსახურებულად , არსებობს სხვადასხვა სახის ჰულა-ჰუპები , მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სხვაობების მიუხედtyttyuავად ნებისმიერი დაგეხმარებათ წელის დაწვრილებაში და წონის დაკლებაში . ჰულა-ჰუპი ზრდის მოქნილობას, ელასტიურობას ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, თუ თქვენ 100 წუთი ივარჯიშებთ დაწვავთ 1000 კალორიას . ჰულა ჰუპი პრაქტიკულია, მისი გამოყენება სახლში შეიძლება ის კომპაქტურია და მისი შეძენა არ მოითხოვს დიდ ხარჯებს. ჰულა-ჰუპი ერთ-ერთი უძველესი და კარგად გამოცდილი ტრენაჟორია, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას (მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ). იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, შეიძინეთ ორი ჰულა-ჰუპი: ერთი – მძიმე, რომელსაც აქვს მასაჟორები (შლის ლიმფას) და მეორე – მსუბუქი, რომელიც ავარჯიშებს კუნთებს. რაც უფრო მსუბუქია რგოლი, მით უფრო ძნელია მისი დატრიალება და, შესაბამისად, სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, რაც უფრო დაგაახლოებთ შედეგთან. ყოველდღიური 30-წუთიანი ვარჯიში ჰულა-ჰუპით, თქვენი წელის გარშემოწერილობას თვეში 5-7 სანტიმეტრით შეამცირებს. ოღონდ, ისევე, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებისას, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ერთი საათი არანაირი საკვები (წყალიც კი) არ უნდა მიიღოთ.        ჩემს ვარჯიშებში დიდი ადგილი უკავია ჰულა-ჰუპს, როგორც ვარჯიში ასევე ჩემთვის გართობის საშვალებაცაა რადგან მისი წელზე ტრიალი მარტივი და სახალისოა. 😀    

                                                                                                                                       ესეც ჩემი ჰულა-ჰუპი♥

ყველაზე ძველი წიგნი

აბა მეგობრებო იცით რომელია ყველაზე ძველი წიგნი ?tytyty
“გილგამეშის ეპოსი” თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. სწორედ ეს არის ყველაზე ძველი წიგნი , ისტორიკოსების კვლევების თანახმად, გილგამეში უძველესი ქალაქეის ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა. Continue reading

როგორ დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი

ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო პოსტი იქნება , რადგანაც ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი . დღესდღეობით მრავალადაა შემთხვევები როდესაც კარგავენ ტელეფონებს ან თუნდაც ხდება მობილური ტელეფონის მოპარვა. სწორედ ამიტომ მინდა გასწავლოთ როგორ უნდა დაბლოკოთ ამ შემთხვევაში ტელეფონი, რათა ვერ გამოიყენოს იგი სხვამ. ეს არის მარტივი ხერხით, რომელიც მოკლედაა ახსნილი მოცემულ ინსტრუქციაში გაიგეთ IMEI. იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: *#06#. ამის შემდეგ როდესაც აკრაფთ *#06# ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი უნიკალურია ყველა ტელეფონისთვის. ჩაიწერეთ ეს ნომერი და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. მაშ ასე თუ ტელეფონი მოგპარეს, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და გადაეცით მას ზემოაღნიშნული კოდი. ოპერატორი შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას. ახალი, სიმ ბარათის გამოცვლის შემთხვევაშიც კი, ტელეფონით ვერ ისარგებლებენ. ჩემი ნასწავლი მეთოდით შესაძლოა ტელეფონი ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ქურდი მას ვერ გამოიყენებს. ჩაინიშნეთ ეს საინტერესო რჩევა , გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში ♥.