ძაფის შეღებვა

ალბათ მეთანხმებით რომ ლამაზი სანახავია უამრავი ფერებით გაწყობილ ხალიჩებს როდესაც ვხედავთ , მხიარულ ფერებს შეუძლიათ შექმნან კარგი განწყობა და გაალამაზონ ნაქსოვი . SAM_7161
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა თუ როგორ ვიღებთ ამ ლამაზ ფერებს რომლებსაც ვიყენებთ შემდეგ ხალიჩების და ფარდაგების ქსოვაში . ყოველ წლიურად ხალხური რეწვის სკოლის მასწავლებელთან მარიამ ჟუჟუნაძესთან ერთად მივდივარ ტყეში , მინდორში და ვაგროვებთ ყვავილებს , სხვადასხვა მცენარის ფესვებს რათა შემდეგ მათი გამოყენებით შევღებოთ მატყლი და მივიღოთ ულამაზესი ფერები .SAM_7200 მატყლის ბუნებრივი ფერებია: თეთრი, „ცხვრის შავი“ -შავი და შავ ფერში გარდამავალი მუქი ყავისფერი, „ ცხვრის წითელი“ -წითელი, „ლეგა“ -რუხი, შავი ფერის მისაღება ყველაზე მეტა გავრცელებულია თავშავაში „დედება“ : თავშავას ჯერ ჩაყრიან, ჩააფენენ შესაღები ქვაბის ფსკერზე,შემდეგ ფენა-ფენა ჩააფენენ თავშავას და ა.შ. შემდეგ დაასხამენ იმდენ წყალს, რომ ქვაბში შესაღები ძაფი და მცენარე თავისუფლად იყოს. ქვაბს შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ. ღებვის დროს სამღებროს დროდადრო ამოწმებენ. ძაფი ჭინჭარში მწვანედ იღებება .

თუ სოსანს გამოვიყენებთ მივიღებთ მუქ იასამნისფერს . მეგობრებო ჭარხლით თუ შევღებავთ ძაფს მივიღებთ წითელს , მიღებულს თუ დავუმატებთ ხელოვნურ საღებავს მაშინ ჭარხლისფერს მივიღებთ .SAM_7164 მინდა გითხრათ თუ რა განსხვავებებია ხელოვნურ და ბუნებრივ საღებავებს შორის . ხელოვნური მალე ხუნდება აღარ არის ისეთი მკვეთრი და ხასხასა ხოლო ბუნებრივი ანუ მცენარეებით შეღებილი უფრო დიდ ხანს ძლებს და ადვილად განასხვავებ პირველივე შეხედვისასაც კი , ბუნებრივს არ გადასდის ფერი ხოლო ხელოვნურს შეიძლება ფერი გადაუვიდეს ანუ როდესაც შეეხო შენს ხელზე აღმოჩნდეს საღებავი .ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ძაფის შეღებვის უძველეს ტრადიციებს რადგან ვფიქრობ რომ უძველეს ქართულ ტრადიციებს მოვლა და გაფრთხილება ჭირდება სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე ჩვენი სიმდიდრე და კულტურა . SAM_7158

SAM_7160 - копия

SAM_7163

SAM_7167

SAM_7177

SAM_7214SAM_7200SAM_7176SAM_7196SAM_7212

2 comments on “ძაფის შეღებვა

დატოვე კომენტარი