გამოჩენილ ადამიანთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე

მინდა გაგაცნოთ გამოჩენილ ადამიანთ აზრი ქართველებზე და საქართველოზე , მე ამოვარჩიე 10 ფრაზა თუ გსურთ მეტს გაეცნოთ ოსტის ბოლოს იხილეთ ლინკი 🙂

1. მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალ. დიუმა (ფრანგი მწერალი, 1803-1870)

49ae585a3af82. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.

სიუზან ეიზენჰაუერი

3. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

იმანუილ კანტი, II, 279

4.  ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

ვინკელმანი (გერმანალი ისტორიკოსი დო არქეოლოგი)

5.  საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.

ფრიდრიხ ბოდენშტედტი (გერმანელი მწერალი)

6. ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს… კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.

შარლ ჰუმელი, ჟურნალ «ატლანტისის» რედაქტორი

7. პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.

გუსტავ კირკი (დაიბ. 1933 წ.) გერმანელი მეცნიერი- ბუნებისმეტყველი

8. რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» დღემდე ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის, როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო…

თუ ვინმე მათ (ქართველებს) სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.

მიხაი ზიჩი (უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელიც ვეფხისტყაოსნის“ილუსტრაციებზე მუშაობდა)

9. ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა.

ნიკო მარი ( ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი)

10.

* * *

არა ლამაზო, ნუ გამაგონებ

ქართულ სიმღერას ესოდენ მწარეს:

ამ ნაღვლიანის ჰანგით მაგონებ

სხვა ცხოვრებას და შორეულ მხარეს.

ალ.პუშკინი

* * *

ხანჯალო ჩემო რვალისაო, მიყვარხარ მეტად,

გიმზერ ამხანაგს მოელვარეს, ცივსა და მჭრელსა.

შენ შურისმგებლად ფიქრიანმა ქართველმა გჭედა,

ლაღმა ჩერქეზმა საზარელი ბრძოლისთვის გლესა…

მიხ. ლერმონტოვი

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი 🙂 https://burusi.wordpress.com/2009/06/13/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90/

დატოვე კომენტარი