26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე — საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა  „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს დღე ყოველ წელს პომპეზურად სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება.             გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ♥   Continue reading