ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

6768678 მინდა მოგილოცოთ ამაღლება , გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ♥. რამოდენიმე სიტყვით გიამბობთ ამაღლებასთან დაკავშირებით , მოგეხსენებათ  ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება . იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.   ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის.ytrytyu 

ამაღლდა და “დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა” (მრწამსი). ამ სიმბოლოში ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია ის საიდუმლო, რომლის დატევაც ადამიანურ ბუნებასა და გონებას არ ძალუძს: ძველ სამყაროში იმპერატორის მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებაზე მიანიშნებდა. ანუ, ქრისტე-ძე ღმრთისას- ძალაუფლება არაფრით ჩამოუვარდება მამა ღმერთის ღირსებასა და ძალაუფლებას. მაგრამ ეს ხომ ასე იყო განკაცებამდეც. მაშ, რაღა საჭირო იყო ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა? საქმე ის გახლავთ, რომ მრწამსის ამ მუხლში გადმოცემულია მთავარი მიზანი ამ საოცარი საიდუმლოსი-ქრისტე ადამიანური ბუნებით ამაღლდა და, მაშასადამე, ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად. იგი ადამიანთათვის გზად იქცა, რომლის გავლის შემთხვევაშიც თითოეული ჩვენგანი უფალში დაუსრულებელი ზრდისა და ნეტარების ღირსი გახდება.tyrtt77  ეხლა მოგიყვებით ტრადიციაზე რომელიც ჩვენს სოფელში არსებობს ამაღლებასთან დაკავშირებით , ანუ აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლებას სოფლის მოსახლეობა მიდის ” ძველ მუსხში ” ანუ ნასახლარზე სადაც ადრე მათი წინაპრები ცხოვრობდნენ , იქ არის ორი ეკლესია ხალხი განთავსდება მდინარე მტკვრის ნაპირას და არის საღმრთო ანუ საკლავი და ასე აღნიშნავენ ამაღლებას მუსხში .  yttut

დატოვე კომენტარი