ჭადრაკი

ჭადრაკი ჩემი საყვარელი ინტელექტუალური თამაშია , საკმაოდ კარგადაც ვთამაშობ , ორი წელია რაც მონაწილეობას ვიღებ ჩვენი სკოლის ყოველწლიურ ჭადრაკის შეჯიბრებაში და 1 ადგილს ვიკავებ გოგონებს შორის.      ვინაიდან მე სასკოლო კლუბის ლიდერი ვარ მიწევს აქტივობების ჩატარება ხოდა ჩემს ჩატარებულ აქტივობებს შორის ერთ ერთია შეჯიბრი ჭადრაკში .   გაგიკვირდებათ და სკოლამდელ ასაკში მე უკვე ვთამაშობდი ჭადრაკს და ძალიან მიყვარდა , მომწონდა ჭადრაკის თამაში .  ვფიქრობ დიდ როლს ასრულებს ეს თამაში გონების განვითარებაში და აზროვნების გაუმჯობესებაში .   ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი.    

 

ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი). მოგეხსენებათ ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე. ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ეს კი ჩემს მიერ ჩატარებული ჭადრაკის შეჯიბრის ფოტოები ♥SAM_8631 SAM_8633 SAM_9312 SAM_9313 SAM_9315

დატოვე კომენტარი