რაბათის ციხე 💕 (იხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი)


ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი. ახალციხე განლაგებულია მდინარე ფოცხოვის ნაპირებზე, ზღვის დონედან 1000 მ სიმაღლეზე.ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ ქალაქის ძველი ნაწილია, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა – ჯაყელების სასახლე იდგა. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდობზეა შეფენილი.                                                                                  1579 წელს ქალაქი ოსმანთა იმპერიის მართვის ქვეშ აღმოჩნდა და 1628 წლიდან მათი იმპერიის პროვინციის ცენტრად იქცა. 1829 წელს ადრიანოპოლის ზავის თანახმად ახალციხის ციხე-სიმაგრე მიუერთეს რუსეთის იმპერიას. თვით ახალციხის ბრძოლა გაიმართა 1828 წლის 9 აგვისტოს ციხე -სიმაგრის კედლებთან რუსეთ-თურქეთის ომის დროს სადაც ერთმანეთს შეებრძოლენ რუსეთის ჯარები გენერალ პასკევიჩის მეთაურობით და კიოს-მაჰამედ-ფაშას თურქული არმია.         


yiuioi

პროექტის ფარგლებში აღადგინეს და გაარემონტეს ციხე-სიმაგრის ორი მთავარი ქუჩა. რაბათის მთელს ტერიტორიას გარს არტყია ტრადიციული ოთხი კოშკი, რომლებზედაც შეიძლება ასვლა შიდა კიბეებით და საიდანაც იშლება ფანტასტიური ხედი. რაბათში მნახველის ყურადრებას იპყრობს დარბაზული ტიპის ძველი შენობები. მთლიანად კომპლექსის აღსადგენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 26 მილიონი ლარი, რაც 15 მილიონ აშშ დოლარს უდრის. რაბათის ციხე-სიმაგრე მთლიანად აღადგინეს და მას პირვანდელი იერი დაუბრუნეს. 2012 წლის აგვისტოში რაბათის კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა.

რაბათი ფაქტობრივად ქალაქი ქალაქშია. კომპლექსში ისტორიული ციხე-სიმაგრეების, კოშკების, ეკლესიების და მეჩეთის გარდა არსებობს სხვადასხვა თანამედროვე დაწესებულებები. მაგალითად:ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რესტორანი, კაფე, სუვენირების და ტანსაცმლის მაღაზიები, მუზეუმი, ოთახი, სადაც სტუმრებმა შეიძლება იხილონ ქალაქ ახალციხის მაკეტი, ქორწინების სახლი, თურქული აბანოები,ფაშას სამაროვანი, ციტადელი, ამფითეატრი, ღვინის მარანი, სადაც შეიძლება ქართული ღვინის დაგემოვნება და შესყიდვა. აქ წარმოდგენილია 24-ზე მეტი ქართული ღვინის ბრენდი.  ♥

2 comments on “რაბათის ციხე 💕 (იხილეთ ჩემს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი)

დატოვე კომენტარი