“ქალთა ოთახი”

დღეს 14 მაისს “ქალთა ოთახში” ქალბატონებისათვის ტრენინგი ჩატარდა. სოფელ  მუსხიდან აქტიურმა ქალებმა და მათ შორის მეც მოვისმინეთ სემინარი „სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში და მოქალაქეთა მონაწილეობა“ და თემის ირგვლივ დისკუსიაც გავმართეთ.  სახელმწიფო მოწყობისა და მასში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ ტრენინგი, მუსხის ,, ქალთა ოთახში” კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა გაუწია. მის მიზანს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში ადგილობრივი ქალბატონების გააქტიურება წარმოადგენდა. მსგავსი სახის ტრენინგები  სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ ,,ქალთა ოთხებში”  ტარდება. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ტრენინგი გავიგეთ ჩვენი უფლებები ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ასევე გავიგეთ თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია გამოვავლინოთ აქტუალური პრობლემა და დავსახოთ მისი მოგვარების გზები და საშუალებები . 

ვფიქრობ კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ასეთი სახის ტრენინგები და სემინარები , ეს ხელს შეუწყობს ხალხის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქალებისა და გოგონების გააქტიურებას , პრობლემების მოგვარებას, საკუთარი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციიის მიღებას დისკუსიებს და სხვა … “ქალთა ოთახი”-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და აგრეთვე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. “ქალთა ოთახის” მთავარი ფუნქციაა მუნიციპალიტეტში მისული ქალის დახმარება და მისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის შესახებ. დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, სასურველი ინფორმაცია მიიღოს ქალთა ოთახში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. მისი მთავარი მიმართულებაა ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით.   ვფიქრობ ეს დიდი პრიორიტეტია იმიტომ რომ ეს პროგრამა მიზნად ისახავს სწორედ ჩვენს დახმარებას როგორც საგანმანათლებლო  ასევე პროფესიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და ხორციელდება კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, მერსი ქორფსთან (Mercy Corps) პარტნიორობით.  ვიმედოვნებ “ქალთა ოთახი” – ის ფარგლებში ბევრ პრობლემას გავაშუქებთ და ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ ♥ .

დატოვე კომენტარი