მხიარული სტარტები 🏃

ჩვენი გვქონდა ინიციატივა და სურვილი რომ ჩვენს სკოლაში ” მუსხის საჯარო სკოლაში ” ჩატარებულიყო მხიარული სტარტები რათა კიდევ ერთხელ პოპულარიზაცია გაგვეწია ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის. SAM_6051
იყო სხვადასხვა შეჯიბრებები , მუსიკების ფონზე იყო 3 მასწავლებლისაგან შემდგარი ჟიური , ასევე გვყავდა მსაჯი სპორტის მასწავლებელი . შეჯიბრებების ჩამონათვალი : სამიზნე, ბაგირის გადაძალვა , შეჯიბრი ჰულაჰუპებით ,შეჯიბრება სისწრაფეში , ტომრებით ხტომა , ზიგზაგები ბურთით , ბურთის გადატანა . ჩვენ ამით პოპულარიზაცია გავუწიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დავანახეთ ახალგაზრდებს რომ აუცილებელი და სასარგებლოა ჯანსაღი ცხოვრების წესი ♥ . მე როგორც ყოველთვის აქტიურად  ვიყავი ჩართული  მხიარულ სტარტებში  რადგან ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია : სპორტს, ჯანსაღ ცხოვრების წესს და მეგობრობას . მხიარული სტარტები და მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებს შორის მეგობრობის გაღრმავებას ბოლოს ხომ ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს . ♥ 

Continue reading

“ქალთა ოთახი”

დღეს 14 მაისს “ქალთა ოთახში” ქალბატონებისათვის ტრენინგი ჩატარდა. სოფელ  მუსხიდან აქტიურმა ქალებმა და მათ შორის მეც მოვისმინეთ სემინარი „სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში და მოქალაქეთა მონაწილეობა“ და თემის ირგვლივ დისკუსიაც გავმართეთ.  სახელმწიფო მოწყობისა და მასში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ ტრენინგი, მუსხის ,, ქალთა ოთახში” კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა გაუწია. მის მიზანს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში ადგილობრივი ქალბატონების გააქტიურება წარმოადგენდა. მსგავსი სახის ტრენინგები  სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ ,,ქალთა ოთხებში”  ტარდება. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ტრენინგი გავიგეთ ჩვენი უფლებები ვისაუბრეთ სხვადასხვა პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ასევე გავიგეთ თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია გამოვავლინოთ აქტუალური პრობლემა და დავსახოთ მისი მოგვარების გზები და საშუალებები .  Continue reading