9 მაისი გამარჯვების დღე !

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
 iuiuiu
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდა კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. “ებრაულ მსოფლიო შეთქმულების” წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვებისთვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. “გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება”, _ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა”(“Mein Kampf”). მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი “სს”-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.                                 1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ  გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 – ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა მზად იყო თუ არა წითელი არმია ასეთი ომისთვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ-ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული “აღმოსავლეთში საარსებო სფეროს” მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.
ytyttu
მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო, დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ – 27 მლნ., გერმანია – 5,25 მლნ., პოლონეთი – 4,5-6 მლნ., იუგოსლავია – 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ – 318.000, დიდი ბრიტანეთი – 386.000, საფრანგეთი – 810.000, იტალია – 330.000, რუმინეთი – 378.000, უნგრეთი – 420 000, ფინეთი – 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.                                    
yuyyy

4 comments on “9 მაისი გამარჯვების დღე !

დატოვე კომენტარი