9 მაისი გამარჯვების დღე !

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
 iuiuiu
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდა კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. “ებრაულ მსოფლიო შეთქმულების” წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვებისთვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება. Continue reading

21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემა

https://i0.wp.com/news.city.zt.ua/uploads/posts/2011-12/1324496577_kompyuter.jpg

დღესდღეისობით, 21-ე საუკუნეში, ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ყველა ჩვენგანისათვის წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა მილიონობით წელი არსებობდა და ვითარდებოდა კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, უახლოეს ტექნოლოგიებს ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნიათ, ისინი გვეხმარებიან ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად განხორციელებაში. სოციალური ქსელების მეშვეობით ვეკონტაქტებით მეგობრებს, ახლობლებს, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებს, ვნახულობთ მათ ფოტოებს, ვგებულობთ მათი ცხოვრების შესახებ, ვეცნობით ახალ ამბებს, ასევე უამრავი კერძო თუ სახელმწიფო კომპანია აკეთებს რეკლამას, ავრცელებს სიახლეებს, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ ექცევა. Continue reading

უჩვეულო რეალობა

მეგობრებო მინდა გიამბოთ ერთი უჩვეულო ამბავი რომელიც ჩემს ახლობელს, მეგობარს დაემართა , სულ პირველად საღამო ხანს მოესმა ხმა ვიღაცა მის სახელს იძახდა და თან სახურავზე დადიოდა , სახურავზე ფეხის ხმა ისმოდა . შემდეგ ეს ხმა ბორჯომის ტყისკენ მიიწევდა ეს გოგო ცხოვრობდა ბორჯომში ბინაში ტყესთან ახლოს . გოგონა გაჰყვა ხმას ხმა ტყისკენ მიდიოდა ხმა ერთი და იგივეს მხოლოდ სახელს იმეორებდა და ტყეში ღრმად შედიოდა , უკვე ბნელოდა , ტყეში დაახლოებით 50 მეტრი გაიარა, შემდეგ მოეგო გონს და უკან გამოიქცა სირბილით. დრო გადიოდა და მის ოთახში ფანჯრიდან გადმოდიოდნენ თეთრი ლანდები მის საწოლს არწევდნენ , ჩემმა მეგობარმა ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიაში სიარული ,მაგრამ მაინც იგივე გრძელდებოდა , ამ გოგონას 120 წლის მოხუცმა ასწავლა რომ საწოლთან დაედო თხის ბეწვი და მხოლოდ ამან უშველა , ამის შემდეგ აღარ გამოჩენილან ეს სულები მოჩვენებები თუ ლანდები . რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ ქონდა ხილვა , მოვიდა ასაკიანი ქალი შავებში ჩაცმული და ასწავლა მკითხაობა ამის შემდეგ ეს გოგონა 7 წელი მკითხაობდა, ძილშიც კი. უკვე აღაე შეეძლო სულ ხილვები ქონდა ,ხმები ესმოდა , წინასწარ გრძნობდა , დავეხმარეთ ნათესავები, მეგობრები და მოძღვარის გვერდში დგომით ყველაფერი დათმო , ღამეებიც კი არ ეძინა … დღეს ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლო ადამიანი ცხოვრობს ჩვეულებრივად , მაგრამ მაინც ფიქრობს და ეშინია რომ არ დაბრუნდნენ …ასევე ეს ადამიანი ულოცავს ხალხს : შიშზე ,თვალზე და კურნავს მათ , უამრავი ადამიანს დაეხმარა ის .44546 Continue reading