სულთმოფენობა

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ . სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. tytytyაქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.           Continue reading

“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”

ყოველი წლის 31 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს დღეს – “მსოფლიო თამბაქოს გარეშე”.მოგეხსენებათ თუ რამხელა მავნებლობა აქვს თამბაქოს , ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე, ასევე პროპაგანდა ეწევა იმ პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ . SAM_8744ჩვენს სკოლაშიც ჩავატარე ტრენინგი სახელწოდებით ”თამბაქოს მავნებლობა” რათა ამემაღლებინა ახალგაზრდების ცნობიერება თამბაქოსთან დაკავშირებით და მის მავნებლობაზე თუ რა ზიანი მოაქვს მას .SAM_9291 SAM_8741როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო ,,აქაც საპატიო ადგილზე დგას” – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.SAM_8741 Continue reading

ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში

29 მაისს ოლიმპიურმა ცეცხლმა ადიგენიდან ახალციხეში გადაინაცვლა. მეჩირაღდნეები ცეცხლს ახალციხის ციხეზე დახვდნენ და ქალაქში ესტაფეტა მოაწყეს. შემდეგ კი ისევ ციხეზე დაბრუნდნენ, სადაც ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი გაიმართა. ოლიმპიურმა ცეცხლმა სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა ადიგენიდან დაიწყო. 20:00 საათზე ცეცხლს ახალციხეში ექვსი მეჩირაღდნე დახვდა და ესტაფეტით ქალაქი შემოიარეს. ახალციხელი მეჩირაღდნეები იყვნენ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი, მოკრივე ჯაბა ხოსიტაშვილი, რაგბისტი მიშა ხარშილაძე და სპორტსმენი ზიგმუნდ ზილბერშტეინი.5555

ესტაფეტის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მიიტანეს და ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში აანთო.     Continue reading

თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე  ჰა მიწის ნაკვეთი. თბილისის ზოოლოგიურ პარკში წარმოდგენილია კავკასიისათვის, კერძოდ, საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები . წლების განმავლობაში ზოოპარკის სამეცნიერო სექტორს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ზოოლოგი არჩილ ჯანაშვილი. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკში დაარსდა ბიოლოგიური სადგური, რომელიც 1938 წელს თსუ– ს გადაეცა. დიდი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით ბეწვიანი ნადირების მოშენებას. 1936 წელს ა. ჯანაშვილის რედაქციით გამოიცა თბილისის ზოოპარკის პირველი გზამკვლევი.
დღესაც თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე პარკია, რომლის ბინადართა რაოდენობა დღითი დღე იზრდება და დამთვალიერებლებსაც უფრო მეტ სანახაობებსა და მომსახურებას სთავაზობს.                                                                                                                                                                                               თბილისის ზოოლოგიური პარკში ♥1277548_1496980850533235_2005587744161090226_o (1).jpgytrytr Continue reading

ჰულა-ჰუპი

მინდა ეს პოსტი დავწერო ჰულა- ჰუპის შესახებ , ჰულა-ჰუპის პოპულარობა დღითი დღე იზრდება და მინდა გითხრათ რომ დამსახურებულად , არსებობს სხვადასხვა სახის ჰულა-ჰუპები , მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სხვაობების მიუხედtyttyuავად ნებისმიერი დაგეხმარებათ წელის დაწვრილებაში და წონის დაკლებაში . ჰულა-ჰუპი ზრდის მოქნილობას, ელასტიურობას ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, თუ თქვენ 100 წუთი ივარჯიშებთ დაწვავთ 1000 კალორიას . ჰულა ჰუპი პრაქტიკულია, მისი გამოყენება სახლში შეიძლება ის კომპაქტურია და მისი შეძენა არ მოითხოვს დიდ ხარჯებს. ჰულა-ჰუპი ერთ-ერთი უძველესი და კარგად გამოცდილი ტრენაჟორია, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას (მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ). იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ, შეიძინეთ ორი ჰულა-ჰუპი: ერთი – მძიმე, რომელსაც აქვს მასაჟორები (შლის ლიმფას) და მეორე – მსუბუქი, რომელიც ავარჯიშებს კუნთებს. რაც უფრო მსუბუქია რგოლი, მით უფრო ძნელია მისი დატრიალება და, შესაბამისად, სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, რაც უფრო დაგაახლოებთ შედეგთან. ყოველდღიური 30-წუთიანი ვარჯიში ჰულა-ჰუპით, თქვენი წელის გარშემოწერილობას თვეში 5-7 სანტიმეტრით შეამცირებს. ოღონდ, ისევე, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებისას, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ერთი საათი არანაირი საკვები (წყალიც კი) არ უნდა მიიღოთ.        ჩემს ვარჯიშებში დიდი ადგილი უკავია ჰულა-ჰუპს, როგორც ვარჯიში ასევე ჩემთვის გართობის საშვალებაცაა რადგან მისი წელზე ტრიალი მარტივი და სახალისოა. 😀    

                                                                                                                                       ესეც ჩემი ჰულა-ჰუპი♥

ყველაზე ძველი წიგნი

აბა მეგობრებო იცით რომელია ყველაზე ძველი წიგნი ?tytyty
“გილგამეშის ეპოსი” თიხის ფირფიტებზეა შესრულებული ჩვენს ერამდე 2 ათასი წლის წინ. სწორედ ეს არის ყველაზე ძველი წიგნი , ისტორიკოსების კვლევების თანახმად, გილგამეში უძველესი ქალაქეის ურუკის პირველი დინასტიის მესამე მეფე იყო. ნაწარმოების მიხედვით, დროთა განმავლობაში მეფემ ღვთიური ძალა შეიძინა და მზის ღვთაება უტუსის შთამომავალი გახდა. Continue reading

როგორ დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი

ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო პოსტი იქნება , რადგანაც ამ პოსტში გასწავლით თუ როგორ უნდა დავაბლოკინოთ დაკარგული/მოპარული მობილური ტელეფონი . დღესდღეობით მრავალადაა შემთხვევები როდესაც კარგავენ ტელეფონებს ან თუნდაც ხდება მობილური ტელეფონის მოპარვა. სწორედ ამიტომ მინდა გასწავლოთ როგორ უნდა დაბლოკოთ ამ შემთხვევაში ტელეფონი, რათა ვერ გამოიყენოს იგი სხვამ. ეს არის მარტივი ხერხით, რომელიც მოკლედაა ახსნილი მოცემულ ინსტრუქციაში გაიგეთ IMEI. იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის სერიული ნომერი აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: *#06#. ამის შემდეგ როდესაც აკრაფთ *#06# ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრისგან შემდგარი კოდი. ეს კოდი უნიკალურია ყველა ტელეფონისთვის. ჩაიწერეთ ეს ნომერი და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. მაშ ასე თუ ტელეფონი მოგპარეს, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და გადაეცით მას ზემოაღნიშნული კოდი. ოპერატორი შეძლებს თქვენი ტელეფონის დაბლოკვას. ახალი, სიმ ბარათის გამოცვლის შემთხვევაშიც კი, ტელეფონით ვერ ისარგებლებენ. ჩემი ნასწავლი მეთოდით შესაძლოა ტელეფონი ვერ დაიბრუნოთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ქურდი მას ვერ გამოიყენებს. ჩაინიშნეთ ეს საინტერესო რჩევა , გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში ♥.

როგორ დავინტერესდეთ წიგნით

მოგეხსენებათ პატივცემულებო რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო მცირდება მათი რიცხვი ვინც წიგნს კითხულობს. ზოგი წიგნის არჩევისას მის სათაურს აქცევს ყურადრებას, ზოგი კი უბრალოდ მოკლე მოთხრობებს ეძებს , რომ წაიკითხოს . თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა საინტერესო სათაურის ქვეშ უინტერესო დასაწყისია .tytytu ძნელია დასაწყისში განსაზღვრო, რამდენად ღირებული იქნება წიგნი, თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ, თუ როგორ დაინტერესდეთ წიგნით. მაშ ასე მეგობრებო : თუ წიგნის დასაწყისი ზედმეტად იწელება, ის არც თუ ისე მნიშვნელოვანი აზრის იქნება, მაგრამ თუ წიგნი მოვლენის აღწერით ან პირდაპირ სიუჟეტით იწყება – ეს საინტერესო შინაარსის მომასწავებელი უნდა იყოს. დამეთანხმებით ალბათ ყველაზე რთული კი დამღლელი და მძიმე ფურცლების გადალახვაა. ნუ დაიზარებთ გაგრძელებას, რადგან ეს პირდაპირ მოასწავებს ღრმა და რთულ აზრს. გირჩევთ კითხვის პროცესში ფანქარი მოიმარჯვოთ , გახაზეთ თქვენთვის მოსაწონი ფრაზები, ნაცნობი სიუჟეტები ან თუნდაც გრძნობები და ემოციები. გვერდით აუცილებლად მიაწერეთ თქვენი აზრები, დასკვნები და მოლოდინები. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მასე ვაკეთებ, ცადეთ თქვენც სულ სხვა ეფექტია . ბოლოს კი როდესაც დაამთავრებთ წიგნის კითხვას შეაჯამეთ თქვენი დასკვნები და მოლოდინები, იმსჯელეთ რამდენად დაემთხვა თქვენი აზრი ავტორისას. ასე უფრო საინტერესო გახდება კითხვაც, უფრო მეტად ჩაერთვებით შინაარსშიც და გაგიადვილდებათ მთავარი აზრის ამოცნობაც. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ გონების გავარჯიშებასა და ცოდნის გამდიდრებაში. ეს იყო რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის იმედია ეს ჩემი რჩევა გამოცდილება გამოგადგებათ, აუცილებლად ცადეთ რაც გირჩიეთ ნახავთ როგორ მოგეწონებათ ♥ .yttuyu მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა კითხვა, მაგრამ როდესაც დავიწყე კითხვის დროს ფანქრით საინტერესო მონაკვეთების გახაზვა, ან თუნდაც წინასწარი მოლოდინების დასკვნების გაკეთება უფრო საინტერესო გახდა წიგნები ჩემთვის და ეხლა უფრო მეტს ვკითხულობ და უკეთესად ვიაზრებ შინაარსს , თან არ დაგავიწყდეთ ეს ერთგვარი გონების ვარჯიშია .

 

ძაფის შეღებვა

ალბათ მეთანხმებით რომ ლამაზი სანახავია უამრავი ფერებით გაწყობილ ხალიჩებს როდესაც ვხედავთ , მხიარულ ფერებს შეუძლიათ შექმნან კარგი განწყობა და გაალამაზონ ნაქსოვი . SAM_7161
მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა თუ როგორ ვიღებთ ამ ლამაზ ფერებს რომლებსაც ვიყენებთ შემდეგ ხალიჩების და ფარდაგების ქსოვაში . ყოველ წლიურად ხალხური რეწვის სკოლის მასწავლებელთან მარიამ ჟუჟუნაძესთან ერთად მივდივარ ტყეში , მინდორში და ვაგროვებთ ყვავილებს , სხვადასხვა მცენარის ფესვებს რათა შემდეგ მათი გამოყენებით შევღებოთ მატყლი და მივიღოთ ულამაზესი ფერები .SAM_7200 მატყლის ბუნებრივი ფერებია: თეთრი, „ცხვრის შავი“ -შავი და შავ ფერში გარდამავალი მუქი ყავისფერი, „ ცხვრის წითელი“ -წითელი, „ლეგა“ -რუხი, შავი ფერის მისაღება ყველაზე მეტა გავრცელებულია თავშავაში „დედება“ : თავშავას ჯერ ჩაყრიან, ჩააფენენ შესაღები ქვაბის ფსკერზე,შემდეგ ფენა-ფენა ჩააფენენ თავშავას და ა.შ. შემდეგ დაასხამენ იმდენ წყალს, რომ ქვაბში შესაღები ძაფი და მცენარე თავისუფლად იყოს. ქვაბს შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ. ღებვის დროს სამღებროს დროდადრო ამოწმებენ. ძაფი ჭინჭარში მწვანედ იღებება . Continue reading

ანდაზები

ამ პოსტში დავწერ ძველ ქართულ ანდაზებს, რომლებსაც დამრიგებლური ხასიათი აქვთ , ქართულს ყველაფერს ვაფასებ ♥ , თუმცა ანდაზებს განსაკუთრებით რადგან დიდი სიბრძნე და დარიგებაა ჩადებული. შემოგთავაზებთ ჩემს რჩეულ ანდაზებს ჩემეული განმარტებებით . 1. არ დაარიგო ბრიყვი – გაგიძულებს, დაარიგე ბრძენი – შეგიყვარებს . ეს ანდაზა გვასწავლის რომ რჩევა დარიგება უნდა მივცეთ ჭკვიანს, ის გაიგებს და მადლობელი დაგვრჩება . ხოლო ბრიყვი ვერ მიხვდება და პირიქით ეწყინება . 2. ენა ჩვილი , მოსტეხს ძვალსაო . აქ ჩანს სიტყვის და ენის ძალა , თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანის ნათქვამს . 3. ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ამ ანდაზაში ჩანს რომ მოთმინება გამარჯვების საწინდარია , 4. თეთრი თხა მსუქანი ეგონათ , დაკლეს და მჭლე გამოვიდაო . ანუ ყველაფერი ისე არ არის როგორც გარედან , ერთი შეხედვით ჩანს . 5. კაი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება. კარგი საქციელი ყოველთვის დაფასდება . 6. სახელი ჯობს ქონებასო, მამაჩემის ცხონებასო . სიმდიდრე და ქონება წარმავალია , ხოლო სახელი მუდმივი ამიტომ სახელი ჯობს ქონებასო. 7. ძილი ,- ძილის საფუარიაო .ყველაფერმა შეჩვევა იცის , უფრო და უფრო მეტის მონდომება . 8. შეძახილი ხეს გაახმობსო . ამ ანდაზაშიც სიტყვის ძალაა ასახული . 9. ღმერთი თუ ქწყალობს ,-ეშმაკი ვერას დაგაკლებსო . ამ ანდაზიდან ჩანს ღმერთის სიძლიერე . 10. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ტყუილი დიდ ხანს არ დაიმალება . სულ ეს იყო, იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის ანდაზები ჩემეული განმარტებებით. 💛