სწორი კვება – ჯანსაღი ცხოვრების წესი 👍 💪


ნუ დავკარგავთ ფიქრში დროს! აქტიური ცხოვრებით და ჯანსაღი კვებით უნდა გავილამაზოთ ცხოვრება. გახსოვდეთ შეგონება ”ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”. ცხოვრების ჯანსღი კვება და აქტიური ცხოვრება, მეც ძალიან ხშირად მსმენია,ისევე როგორც თქვენ,თუმცა ეს არაა მთავარი.მთავარია გვესმოდეს რას გულისხმობს ის. ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების  წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ყველა ადამიანისათვის. ყველას სურს,რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა  რომ, ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ანუ იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში,გამოირჩეს სხვა ადამიანებში თავისი ინდივიდუალობით. განათლება,კულტურა,და პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, რომ ადამიანი პიროვნება იყოს. მას სამყაროს მისეული ხედვა, საკუთარი მრწამსი და მისწრაფებები აქვს. თითოეული პიროვნება არამხოლოდ აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალობას, არამედ აქტიურად იბრძვის მისი გამოვლენისა და დამკვიდრებებისათვის. ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება , ანუ ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება.   ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში და სწორი კვება – ბევრი დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება!მე გირჩევთ მეგობრებო რომ მუდამ გვახსოვდეს  ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში პირველ რიგში მდგრადი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო და მასზე ზრუნვაც იქამდე უნდა დავიწყოთ, სანამ პრობლემები იჩენს თავს. ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი კვება და წონის კონტროლი – დღესდღეისობით გავრცელებული მრავალი დაავადების პრევენციის საშუალებაა. ნუ შეიძლება ყველა ვერ იყოს იდეალურ ფორმაში ან ყველამ ვერ შეძლოს სწორი კვების დაცვა ან თუნდაც ეს ყოველდღიური ვარჯიშბი მაგრამ მონდომება და მცდელობა არ უნდა დავაკლოთ .მეც კი ვამბობ რომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი საჭიროა კარგია მაგრამ არის შემთხვევები საპირისპიროს ვაკეთე ბ თუმცა ეს არ უნდა გახდეს მაშტაბური და არ უნდა გადაიზარდოს ისეთ მდგომარეობამდე რაზეც მე ვფიქრობ რომ ცუდია მაგალითად ახალგაზრდობა რომელიც დგას მთელი დღე ქუჩაში აცდენს გაკვეთილებს, ლექციებს ეწევა სიგარეტს იღებს ალკოჰოლს ეს დაუშვებელია კატასტროფის ტოლფასია  იმდენს ვერ აცნობიერებენ რომ ამით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ  ..მოგეხსენებათ, რომ სწორი კვება აუცილებელია ორგანიზმისთვის. Continue reading