ბედნიერების მსოფლიო ინდექსი

იცოდით მეგობრებო ? საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 158 ქვეყანას შორის 130-ე ადგილზეა. ამის შესახებ ახალი კვლევა გაერო-ს ინიციატივით, ორგანიზაცია SDSN-მა გამოაქვეყნა. საქართველოში მოსახლეობის ბედნიერებას ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს.
კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიას ჰყავს, შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი განეკუთვნებიან ტოგო, ბურუნდი, ბენინი, რუანდა და სირია.                                                                                                                                                             სიმართლე გითხრათ ასეთ შედეგს არ ველოდი ,მეგონა რომ საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით უფრო კარგ შედეგს აჩვენებდა  …როგორც ჩანს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა დაბალია , უფრო სწორად ძალიან დაბალია  .ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა. ამ საკითხებთან მიმართებაში რთული სიტვაცია იყო ვიცოდი მაგრამ ასეთს არ ველოდი 😦 იმედია ყველაფერი გამოსწორდება ♥ და ვუსურვებ საქართველოს ბედნიერების მსოფლიო ინდექსში ყოველთვის 1 ადგილი დაეკავებინოს 😀