23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე

 წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს . ეს თარიღი “იუნესკომ” უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
23 აპრილს ჩვენი ქვეყანაც წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოშიც იმართება ღონისძიებები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი “ვიტამინი” წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.   სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა საკუთარ გამოცემებს წარმოადგენს.საქართველოსათვის ამ დღის შემოღებას, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 90-იანი მძიმე წლების მერე, წიგნი ისევ დაუბრუნდა საქართველოს და შესაბამისად დაუბრუნდა მკითხველიც.                                    მე დღეს დავამთავრე ანა ფრანკის დღიურის კითხვა , ეს ჩემი საყვარელი წიგნია და ამიტომ მეორედ წავიკითხე ძალიან მიყვარს ანა ფრანკი და ეხლა ვკითხულობ ტიტე კოპალეიშვილის ‘ერუდიტობა გსურთ? ” ეს ტიტე კოპალეიშვილის წიგნი გადმომცეს თამაშ რა , სად როდის -ში მეორე ადგილის დაკავებისთვის .♥ მე გირჩევთ  რომ იკითხოთ წიგნები და არ გაატაროთ აეც ერთი დღე წიგნის გარეშე ♥ Continue reading