ჩემი მასწავლებელი

    ჩემი მასწავლებელი რომელიც ასაკის მიუხედავად მაინც აქტიურია და მხარში გვიდგას გვასწავლის,მარო ბებო მთელს საქართველოშია ცნობილი და მეც ვცდილობ ვიყო მარო ბებოს ღირსეული მოწაფე ,ჩვენს სკოლა მუზეუმს ბევრი წარმატებისთვის მიუღწევია და ვაპირებთ უფრო კარგები და აქტიურები გავხდეთ. ყოფილა უამრავი შოუები გადაცემები რომლებიც მოდიან მუზეუმში და იღებენ ინტერვიუებს სწავლობენ ქსოვას და დიდ ინტერესსა და პატივისცემას გამოთქვამენ ,ჩვენთვის სასიხარულოა ყოველი წარმატება წინსვლა და იმედი გვაქვს უფრო მეტი წარმატება წინ გველის ♥როგორც მარო ბებო ამბობს ჩვენს სოფელში თავიდანვე ასეთი სახე არ ქონდა ამ საქმიანობას და შემდეგ დროთა განმავლობაში უფრო გავფართოვდით დავიხვეწთ და მოვედით იქამდე სადაც ეხლა ვართ ეს ყველაფერი ადვილი არ იყო და დიდ შრომასა და ძალისხმევას თანადგომას მოითხოვდა , ჩვენ ეს შევძელით და უკვე გვაქვს სკოლა მუზეუმი რომელიც ასე ცნობილი საინტერესო და აუცილებელია .ჩემთვის სასიამოვნო და საამაყო გრძნობაა როდესაც შევდივარ მუზეუმში და იქ ჩემი ნაქსოვები მხვდება ასევე კულტურის სამინისტროში როდესაც გადმომცეს სიგელი “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი” საუკეთესო ნაშრომისათვის.               ძალიან სასიამოვნოა როდესაც ჩემს ცოდნას ვუზიარებ ახალ მოსწავლეებს იმ ბავშვებს რომლებიც ამით არიან დაინტერესებულნი მართალია მეც არ ვარ პროფესიონალი მაგრამ 8 წლიანი ცოდნა მაქვს . 😀 Continue reading