ხელოვნური თვალი

 
ხელოვნური
ორგანოები ჯერ კიდევ ახლო წარსულშიწარმოუდგენელი მოვლენა იყო. უახლესმალაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ისრაც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა შესაძლოარეალობად იქცეს. ასეთი რევოლუციური მიგნებაა ხელოვნური თვალის გადანერგვა. ერთი სანტიმეტრისხელოვნური თვალის სენსორი ინერგება პირდაპირბადურის ქვეშ და ოპტიკური რეცეპტორებისშემცვლელის ფუნქციას ასრულებს. ტიუბინგენისთვალის კვლევითი ინსტიტუტის ექიმებმა ჩიპის კლინიკური ცდები განახორციელეს დაშთამბეჭდავი შედეგებიც მიიღეს. პირველი ოპერაციები სამ უსინათლო პაციენტს ჩაუტარდა.ასეთი ხელოვნური ბადურის გადანერგვიდან  რამდენიმე დღეში პაციენტებმა  ოთახშისაგნების გარჩევა დაიწყეს. მოგვიანებით ერთერთმა მათგანმა შეძლო მაგიდაზე მომცროზომის ობიექტების  იდენტიფიცირება, გადაადგილება და შენობაში  დამოუკიდებლადსიარული. მან ასევე მოახერხა  ნაცრის ფრის შვიდი ტონალობის გარჩევა და ოთახის საათისსაშუალებით დროის განსაზღვრა.

იმპლანტანტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე ვერავინ შეძლოდამუშავებული ინფორმაციის ელექტრონული სენსორიდან თვალის ნერვის გავლით თავისტვინში გადაცემა. ყველა წინა მოდელი დისფლეიზე მხოლოდ გამოსახულების პროეცირებასახდენდა. ახალი მოწყობილობის შექმნას ოფტალმოლოგები ამ დარგში ნამდვილ გარღვევადმიიჩნევენ და უკვე გეგმავენ სენსორის საფუძველზე მთლიანი ფუნქციური ბიონური თვალისდამზადებას.

iPhone 6 სიახლე

iPhone 6-ს ახალი ფილტრი ექნება უფრო სუფთა და კონტრასტული სურათებისათვის. MacRumours-ზე დაყრდნობით iPhone 5s-ის ჰიბრიდულ IR ფილტრს ახალი იაპონური კომპანია JSR ლინზის ფილტრი ჩაანაცვლებს.
 სხვადასხვა ჭორებზე დაყრდნობით გამოვა ორი მოდელი 4.7 ინჩიანი რეზოლუციით 1.136 x 640 მეგაპიქსელი და 5.7 ინჩიანი. ორივე მოდელის პრეზენტაცია ამა წლის ივნისში Apple’s დეველოპერთა კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში გაიმართება, სადაც კომპანია ტრადიციულად სიახლეებს აცნობს მომხმარებლებს.
 პირველი მოდელი იქნება 4.5 მმ სისქის, ხოლო მეორე 1.5 მმ სისქის თავში და 3მმ ბოლოში. შედარებისთვის Apple’s-ის ეხლანდელი iPhone 5S -ის სისქე 7.6მმ. შეადგენს.
 ამა წლის აგვისტომდე Huawei-ის ტელეფონები ითვლებოდა რეკორდსმენად ყველაზე თხელ ტელეფონებს შორის Ascend P6 მოდელი 6.18mm და Vivo X3 5.75მმ.

შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ კონცეპტუალური მოდელებია.
Continue reading

მეცნიერები – ინტერნეტთან ურთიერთობით ადამიანი საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას იქმნის

ინტერნეტი ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის ფორმირებას. ამის შესახებ დასკვნა იელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააკეთეს. მათი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი ინფრომაციისადმი წვდომას უზრუნველყოფს, ადამიანებში ქმნის ყალბ აზრს, რომ ქსელში არსებული ინფორმაცია მათი საკუთარი ცოდნის ნაწილია. ასეთ მდგომარეობაში მეცნიერები გარკვეულ საფრთხეს ხედავენ, ვინაიდან ნამდვილ ცოდნას და მისი არსებობის შესახებ მცდარ წარმოდგენას შორის ზღვარის გაქრობა ადამიანისთვის გარკვეულ სიტუციებში შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს.