უნივერსალური სასაქონლო კოდი (შტრიხ-კოდი)  ციფრებისა და შტრიხების საშუალებით ჩაწერილი ინფორმაციაა და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზირებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისთვის.

შტრიხ-კოდი შეიქმნა 1977 წელს თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის (EAN) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ სისტემამ საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ამჟამად მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC ნებაყოფლობითია, თანამედროვე სავაჭრო ფირმები შტრიხ-კოდის გარეშე წარმოებულ საქონელს არ იღებენ.  ეს კი უარყოფითად მოქმედებს საქონლის კონკურენტუნარიანობაზე. თუ საქონელზე მითითებული არ არის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება და კოდი, ჩნდება ვარაუდი, რომ პროდუქცია უხარისხოა და მისი შეძენა არ ღირს.

პროდუქციაზე განთავსებული უნივერსალური სასაქონლო კოდი დაშიფრული სახით ინახავს შემდეგ მონაცემებს:
13-ციფრიანი შტრიხ-კოდის პირველი სამი ციფრი აღნიშნავს იმ ქვეყანას, რომელშიც გაიარა რეგისტრაცია და მიიღო ნომერი მწარმოებელმა და მისმა საქონელმა.
შემდეგი 4-6 ციფრი შეიცავს საქონელზე ინფორმაციას, რომელსაც ანიჭებს დამამზადებელი  საწარმო ან გამყიდველი დამოუკიდებლად, სარეგისტრაციო ნომრის სახით თავისი საწარმოს ფარგლებში.
შემდეგი 3-5 ციფრი შეიცავს ინფორმაციას საქონლზე – მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს;
შტრიხ კოდებში ბოლო ციფრი ( 8 (მცირე ზომის ნაწარმზე 8-ციფრიანი შტრიხ-კოდი გამოიყენება) ან 13 ) საკონტროლო ციფრს წარმოადგენს.

რომელი ქვეყნისაა შტრიხ-კოდი?

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი ქვეყანაა მწარმოებელი, უნდა დავაკვირდეთ  პროდუქციაზე დატანილი შტრიხ-კოდის პირველ ორ ან სამ ციფრს.
ქვეყნების შტრიხ-კოდებია:
Continue reading