Windows 10 უკვე ამ ზაფხულს 190 ქვეყანაში 111 ენაზე გამოჩნდება

Windows HardwareCAWMxcQUIAAZWfw.jpg-large Engineering Community (WinHEC) კონფერენციაზე, რომელიც ჩინურ ქალაქ შენჩჟენში ჩატარდა, Microsoft-მა დაასახელა Windows 10-ის გამოსვლის პერიოდი. აღნიშნული მოვლენა შემოდგომამდე აღარ გადაიდება, ეს ყველაფერი უკვე ამ ზაფხულს მოხდება, თანაც ერთდროულად 190 ქვეყანასა და 111 ენაზე! აღსანიშნავია, რომ Windows-ის მომხმარებელთა აუდიტორია 1,5 მილიარდს აღწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ყველა მათგანს ექნება შესაძლებლობა იხილოს სისტემის ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა მაგალითად   Windows Hello.
აქვე აღვნიშნავთ, რომ Windows 7, Windows 8/8.1-ის მომხმარებლები Windows 10-მდე სრულიად უფასოდ განახლდებიან. ამასთან დაკავშირებით Microsoft-მა და Lenovo-მ გამოაცხადეს თანამშრომლობის შესახებ ამ საკითხში- მომხმარებლებს განახლების მიღება შეეძლებათ Lenovo-ს ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დიახ, ზაფხულში Windows 10-ის ფინალური ვერსიის გარდა ჩვენ ვიხილავთ Lenovo-ს ახალ სმარტფონს Windows 10-ით. სმარტფონი China Mobile-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არაა გამორიცხული მისი საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენაც. კომპანიის საპარტნიორო ქსელს შემოუერთდნენ ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა Tencent, Qihu 360 და Xiaomi.
ბოლო პარტნიორი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რდაგნა Android-სმარტფონი Mi 4-ის მომხმარებლები Windows 10-ის საცდელი ვერსიის მიღებასა და მის დაგემოვნებას მალე თავისუფლად შეძლებენ- დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ- Microsoft-ი საკუთარ ოპერაციულ სისტემას უკვე Android-სმარტფონებზეც გვთავაზობს.

board410
WinHEC-ის ფარგლებში ნაჩვენები იყო დეველოპერებისთვის განკუთვნილი პლატა Qualcomm DragonBoard 410C. ის გამოიყენებს Snapdragon 410-პროცესორს და გააჩნია Bluetooth/Wi-Fi-ის მხარდაჭერაც. DragonBand-ი სრულიად თავსებადია Windows 10-თან, რაც დეველოპერებისთვის ძალიან კარგი მოვლენაა.
ღონისძიების ფარგლებში Windows 10-სთვის საჭირო მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებიც გამოქვეყნდა. ეს ეხება როგორც სმარტფონებს, ისე პლანშეტებს და უფრო მძლავრ მოწყობილობებს. სმარტფონებისთვის მინიმალური მოთხოვნა ოპერატიული მეხსიერების მიმართ უცვლელია, ეს ისევ 512 მბ-ს შეადგენს. შიდა მეხსიერებისთვის მინიმალურმა მოთხოვნამ კი 4 გბ შეადგინა, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია მეხსიერების ბარათის მხარდაჭერის ქონაც სამომავლო განახლებებისთვის. Windows 10-ს სმარტფონებისთვის ეკრანების 3-დან 7,99 დიუმამდე მხარდაჭერა ექნება. Windows Phone 8.1-ის მიერ FullHD-გაფართოების მხარდაჭერის გარდა, ახალ სისტემას ასევე ახალი გაფართოებებიც მოყვება. ესენია  QSXGA (2560 x 1048), WXQGA (2560 x 1600) და QWXGA (2048 x 1140). ეკრანზე QSXGA გაფართოების შემთხვევაში მოწყობილობას აუცილებლად დასჭირდება ოპერატიული მეხსიერება 3 გბ-იანი მოცულობით, FullHD-სთვის კი 2 გბ-ც საკმარისი იქნება.  HD(1280 х 720), qHD (960 x 540), WXGA (1366 x 768) და WSVGA (1024 x 600)-სთვის მინიმალური მოთხოვნა 1 გბ ოპერატიული იქნება, ხოლო WVGA (800 x 480) და FWVGA (854 x 480)-სთვის ეს მოთხოვნა მინიმალურ 512 მბ-ს შეადგენს.

intel-atom-x3-620x413

Windows 10-ს ასევე ექნება ახალი ჩიპსეტების მხარდაჭერაც, როგორებიცაა Snapdragon 810, 808, 615, 210 (მხოლოდ 3G) და 208.

ახალ Windows-ს ექნება ასევევ Intel Atom x, Carrizo და Carrizo-L-პროცესორების(AMD) მხარდაჭერა. კომპიუტერებისა და ნოუთბუქებისთვის მინიმალურ მოთხოვნებში აღნიშნულია 1 გბ ოპერატიული და 32 გბ მუდმივი მეხსიერება 32-ბიტიანი სისტემებისთვის, და 2 გბ ოპერატიული/ 20 გბ მუდმივი მეხსიერება 64-ბიტიანი სისტემის შემთხვევაში.

დატოვე კომენტარი