Apple-მა სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ახალი პროდუქტი Smartwatch-ი წარმოადგინა

კომპანია Apple-203117მა, წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტი Apple Watch, რომელიც, კომპანიის პრეზიდენტის ტიმ კუკის თქმით, ტექნიკის ახალ სახეობას – „ჭკვიან საათს“, ანუ Smartwatch-ს წარმოადგენს. როგორც ამერიკული მედია წერს, Apple Watch-ი იმითაცაა ღისშესანიშნავი, რომ ეს Apple-ის პირველი, რეალურად ახალი პროდუქტია სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ. ყველა დანარჩენი iPhone, iPad და სხვები სტივ ჯობისის მიერ შექმნილი პროდუქტის გაუმჯობესება იყო.

როგორც ცნობილი გახდა, „ჭკვიანი საათის“ ფასი 549-დან 1099 აშშ დოლარამდე იქნება. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საათის სამაჯურსა და სხვა დეტალებზე. იქნება საათის 17 ათას აშშ დოლარიანი ვერსიაც, რომელიც თითქმის მთლიანად ოქროთი იქნება გაკეთებული.

საათის საშუალებით, მომხმარებელი შეძლებს ტექსტური შეტყობინების – მოკლე ტექსტის, „სმაილების“ და ნაკარნახევი ტექსტის გაგზავნას. საათით შეიძლება სატელეფონო ზარის მიღება, ელექტრონული ფოსტის ნახვა, მუსიკის მოსმენა, ახალ ამბებზე თვალის დევნება, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფიტნეს მიზნის დაყენება და მისი რეალიზაციის კონტროლი, ანუ საათს შეუძლია 24 საათის რეჟიმში აკონტროლოს მაგალითად კალორიის წვა.

Apple-მა ასევე წარმოადგინა ახალი 12 დუიმიანი ეკრანის მქონე MacBook-ი რომელიც თავის წინამორბედზე კიდევ უფრო მსუბუქია. ასევე მას სტანდარტული USB პორტის ნაცვლად USB Type-C პორტი აქვს, რამაც ბევრი მომხმარებლის გაოცება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ახალი MacBook-ს არ აქვს დამატებითი სახელები როგორც Pro და Air იყო. ასევე მას აქვს ახალი, Retina-ს ტიპის ეკრანი, რომელიც 2304×1440 პიკსელიან გამოსახულებას იძლევა.
News.Ge

დატოვე კომენტარი