Windows 10 უკვე ამ ზაფხულს 190 ქვეყანაში 111 ენაზე გამოჩნდება

Windows HardwareCAWMxcQUIAAZWfw.jpg-large Engineering Community (WinHEC) კონფერენციაზე, რომელიც ჩინურ ქალაქ შენჩჟენში ჩატარდა, Microsoft-მა დაასახელა Windows 10-ის გამოსვლის პერიოდი. აღნიშნული მოვლენა შემოდგომამდე აღარ გადაიდება, ეს ყველაფერი უკვე ამ ზაფხულს მოხდება, თანაც ერთდროულად 190 ქვეყანასა და 111 ენაზე! აღსანიშნავია, რომ Windows-ის მომხმარებელთა აუდიტორია 1,5 მილიარდს აღწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და ყველა მათგანს ექნება შესაძლებლობა იხილოს სისტემის ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა მაგალითად   Windows Hello.
აქვე აღვნიშნავთ, რომ Windows 7, Windows 8/8.1-ის მომხმარებლები Windows 10-მდე სრულიად უფასოდ განახლდებიან. ამასთან დაკავშირებით Microsoft-მა და Lenovo-მ გამოაცხადეს თანამშრომლობის შესახებ ამ საკითხში- მომხმარებლებს განახლების მიღება შეეძლებათ Lenovo-ს ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დიახ, ზაფხულში Windows 10-ის ფინალური ვერსიის გარდა ჩვენ ვიხილავთ Lenovo-ს ახალ სმარტფონს Windows 10-ით. სმარტფონი China Mobile-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არაა გამორიცხული მისი საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენაც. კომპანიის საპარტნიორო ქსელს შემოუერთდნენ ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა Tencent, Qihu 360 და Xiaomi.
ბოლო პარტნიორი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რდაგნა Android-სმარტფონი Mi 4-ის მომხმარებლები Windows 10-ის საცდელი ვერსიის მიღებასა და მის დაგემოვნებას მალე თავისუფლად შეძლებენ- დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ- Microsoft-ი საკუთარ ოპერაციულ სისტემას უკვე Android-სმარტფონებზეც გვთავაზობს. Continue reading

Apple-მა სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ახალი პროდუქტი Smartwatch-ი წარმოადგინა

კომპანია Apple-203117მა, წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტი Apple Watch, რომელიც, კომპანიის პრეზიდენტის ტიმ კუკის თქმით, ტექნიკის ახალ სახეობას – „ჭკვიან საათს“, ანუ Smartwatch-ს წარმოადგენს. როგორც ამერიკული მედია წერს, Apple Watch-ი იმითაცაა ღისშესანიშნავი, რომ ეს Apple-ის პირველი, რეალურად ახალი პროდუქტია სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ. ყველა დანარჩენი iPhone, iPad და სხვები სტივ ჯობისის მიერ შექმნილი პროდუქტის გაუმჯობესება იყო.

როგორც ცნობილი გახდა, „ჭკვიანი საათის“ ფასი 549-დან 1099 აშშ დოლარამდე იქნება. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება საათის სამაჯურსა და სხვა დეტალებზე. იქნება საათის 17 ათას აშშ დოლარიანი ვერსიაც, რომელიც თითქმის მთლიანად ოქროთი იქნება გაკეთებული.

საათის საშუალებით, მომხმარებელი შეძლებს ტექსტური შეტყობინების – მოკლე ტექსტის, „სმაილების“ და ნაკარნახევი ტექსტის გაგზავნას. საათით შეიძლება სატელეფონო ზარის მიღება, ელექტრონული ფოსტის ნახვა, მუსიკის მოსმენა, ახალ ამბებზე თვალის დევნება, თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფიტნეს მიზნის დაყენება და მისი რეალიზაციის კონტროლი, ანუ საათს შეუძლია 24 საათის რეჟიმში აკონტროლოს მაგალითად კალორიის წვა. Continue reading

ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველი

ეს პოსტი იქნება კატების შესახებ რადგანაც კატა არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველი ♥ეს პოსტი იქნება კატების შესახებ რადგანაც კატა არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ცხოველი ♥ . ჩემი ასეთი დამოკიდებულება კატებისადმი შეიძლება იმან გამოიწვია რომ შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით და კატის მეგობრობა ადამიანთან 10 000 წელია გრძელდება,  თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. მინდა გითხრათ რომ კატის გაწვრთნა ძალიან ადვილია და შეიძლება ისე შეგეჩვიოთ და შეგაყვაროთ თავი რომ იმეგობროთ კიდეც როგორც ჩემს შემთხვევაშია მე და კატები დიდი ხანია ვმეგობრობთ ♥  მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება.

ამ ცხოველს ჩემთვის ვერაფერი შეედრება, რაღაც უნიკალური მოვლენაა კატები  

როცა “გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ “ვცემოთ” არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ! 😀

იცოდით? კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა.                                           კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ. Continue reading