ჩემი საყვარელი ამერიკელი მწერალი

errt5t მე ამ პოსტში დავწერ ჩემი საყვარელი ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტის შესახებ და ეს გახლავთ სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი   ცნობილია მარკ ტვენის სახელით . მარკ ტვენი დაიბადა 30 ნოემბერს 1835წელს ფლორიდაში . ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“  ჩემთვის ტომ სოიერის თავგადასავალი წიგნზე მეტია ძალიან მიყვარს ის ჩემი სამაგიდო წიგნია. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა .  მეც და ალბათ ყველა ეთანხმება ამერიკელ მწერალს უილიამ ფოლკნერს ვისაც წაუკითხავს თუნდაც 1 ნაწარმოები მარკ ტვენის . ტვენი დიდ ინტერესს გამოხატავდა მეცნიერებისადმი. პოლიტიკური შეხედულებებით, იგი ომს ეწინააღმდეგებოდა კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი . მარკ ტვენი გარდაიცვალა 21 აპრილს 1910წელს რედინგის კონექტიკუტის შტატში . მარკ ტვენმა 75 წლამდე იცოცხლა და ასი წლის წინ – 1910 წელს გარდაიცვალა. ბოლოს, როგორც ამბობენ, “ბებრული მარაზმიც” აწუხებდა (უფრო სწორად, სხვებს აწუხებდა ამით) და თავისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდის გამოქვეყნება 100 (ანუ მიმდინარე წლის ბოლოს), 150 და ზოგისაც – 500 წლის შემდეგ ბრძანა, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მკითხველისთვის რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს ბიზნესში, მის რთულ ურთიერთობას შვილთან, მეგობრებთან თუ საყვარელთან, გაუთავებელ დავას მის ქონებასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე?.. ჩვენთვის მთავარი და მუდმივი ერთია: ასი წლის წინ გარდაიცვალა მწერალი, რომლისნაირებზეც საუკუნის მერე, მისმა ქართველმა კოლეგამ თქვა: მათი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე – წაკითხვამდე იყავი… ჩემთვის მის ნაწარმოებებში აღსანიშნავია უზადო იუმორი განსაკუთრებული უბრალოება და ის რომ ვინც კითხულობს ამ წიგნებს უნდება ყველას იყოს მისი პერსონაჟი ♥       Continue reading

Facebook-ის ახალი შესაძლებლობები

post

სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა, საკუთარ მომხმარებლებს წარუდგინა ახალი დიზაინი, რომელსაც მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოში საუკეთესო პერსონალური გაზეთი უწოდა. სიახლები წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით:
გაზრდილი ზომის ვიზუალი

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, სიახლეების 50% წარმოადგენს ფოტომასალების რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად იქცევს სოციალური ქსელის საზოგადოების ყურადღებას. ცვლილებების მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოების ინტერესი გახდა, რომლის გათვალისწინებითაც ფოტომასალა სიახლეების დაფაზე ახალი ვიზუალით გამოჩნდება. ვიზუალი გახდება უფრო დიდი ზომის და საზოგადოების მეტ ყურადღებას მიიქცევს. გაზრდილი ვიზუალი ასევე გაამარტივებს მომხმარებლის მიერ დახარჯული დროის შემცირების საკითხს, რადგან ხშირად ფოტოები იმდენად მცირე ზომის ჩანდა, რომ მომხმარებლებს უხდებოდათ მათი გადიდება უკეთესად დათვალიერების მიზნით და მერე მათი უკან, მთავარ გვერდზე დაბრუნება. ასევე აღნიშნული ცვლილება გაზრდის მარკეტინგულ ეფექტს მომსახურების ან პროდუქტების წარსადგენად.

თქვენი ფოტო გამოჩნდება მთლიანად სიახლეების სივრცეში Continue reading

14 აპრილი დედაენის დღე

1801 წელის, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა აკრძალეს.
1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი მოგვიანებით, მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა.
1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ.ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

10 სასტიკი რიტუალი, რომელებსაც დღესაც ასრულებენ

 კანიბალიზმი

ритуалы, обряды, традиции, жестокость, жесть,

 აგჰორი  ბაბი, ინდუისტური რელიგიური სკოლის აგჰორის მიმდევრები, რომლებიც ინდოეთის ქალაქ ვარანასიში ცხოვრობენ, იმით არიან განთქმულნი, რომ მკვდრებს ჭამენ. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი შიში სიკვდილის შიშია და ეს შიში მის სულიერ განათლებას უშლის ხელს. მკვდრის შეჭმის შემდეგ შეიძლება ამ შიშისგან გათავისუფლება და განათლების გზაზე დადგომა. ინდუიზმის მიხედვით, ხუთი ტიპის ადამიანების კრემაცია არ ხდება: წმინდანების, ბავშვების, ორსულების, გაუთხოვარი ქალების და ასევე იმისი, ვინც რაიმე გადამდები დაავადებისგან მოკვდა. ამ ადამიანებს წმინდა მდინარე განგში უშვებენ, იქიდან კი ბოლოს აგჰორის მიმდევრები იღებენ და რიტუალებისთვის იყენებენ.

Continue reading