„სელფის“ მთავარი თეორია – „მომხმარებლები იდიოტები ხდებიან“

78798მრავალი წელია, რაც სელფის ფენომენს შეისწავლიან, თუმცა შედეგები მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი: წელს, Yahoo-ს პროგნოზირების მიხედვით, სურათების რაოდენობა წარწერით „Selfie“ მარტო Instagram-ში 2-ჯერ გაიზარდა. სელფის ნამდვილი ბუმი, რომელიც გვეგონა უკვე გავიარეთ, ჯერ ახლა იწყება. Slon-მა შეაგროვა მთავარი თეორიები, რომლებიც ხსნიან ამ სოციალური მოვლენის წარმატებას. თეორია 1. ნარცისიზმის უსასრულო ევოლუცია. წიგნის «Smarter Than You Think: How Technology Is Changing Our Minds for the Better» ავტორი, კლაივ თომფსონი თვლის, რომ სელფი ნარცისიზმის განვითარების ახალი დონეა. ეს არ არის ადამიანის საკუთარ თავზე შეხედულებების ევოლუცია. ეს ტექნოლოგიური ევოლუციაა ადამიანის იმ მოთხოვნილებისა, რომელსაც ადრე ასე მძაფრად არ აღვიქვამდით. ნარციზმის ევოლუცია გაგრძელდება, დარწმუნებულია თომფსონი. ერთ-ერთი მისი შემდეგი ეტაპებიდან არის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ვიზუალის შენარჩუნებას ხანგრძლივი დროით, რაც მომავალში კარდინალურად შეცვლის ანთროპოლოგიის მეთოდებს, ისტორიულ და სოციალურ კვლევებს. თეორია 2. ადამიანი, როგორც მედია. ბუნებრივი ნარცისიზმი – ფენომენის ზედმეტად მარტივი და არასაკმარისი განმარტებაა, – თვლის ნიკოლას კარი, «The Shallows: What the Internet Is Doing to Our Brains» წიგნის ავტორი. ის გვთავაზობს შევხედოთ ამ მოვლენას ტექნოლოგიური რევოლუციის პრიზმაში. თვითონ ნარცისიზმი არ გამხდარა ავტოპორტრეტული სურათების ეპიდემიის მიზეზი XX საუკუნეში, თუმცა ყოველდღიური სურათის პოპულარობა ძალიან მაღალი იყო. ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონებმა კარდინალურად შეცვალეს ფოტოგრაფის აზროვნება,- თვლის კარი. თუ ადრე სურათების გადაღების ძირითადი მოტივი მისი სამახსოვროდ შენახვა იყო, ახლა ადამიანი სმარტფონით მსოფლიო ინფორმაციული ბაზრის ერთ-ერთ ელემენტად იქცა. მკვლევარს მოაქვს გამოკითხვის შედეგები, რომლებიც აჩვენებენ, რომ Instagram-ის აქტიური მომხმარებლები მომსახურების ფირს აღიქვამენ, როგორც ახალი ამბების წყაროს. „ეს არის ფუნქციონალური ნარცისიზმი, რომელსაც საჭიროებს მომხმარებელი, რათა მასზე გაიგონ და იცოდნენ. სელფი კი, უბრალოდ, ამის ყველაზე კომფორტული ფორმაა Continue reading