უილიამ შექსპირის 25 მუდამ აქტუალური ციტატა

  1. უსულობის ნიშანი სულაც არ არის მდუმარება, ქუხს მხოლოდ ის, რაც ცარიელია შიგნიდან.
  2. ისეთი ტკბილია თაფლი, რომ ბოლოს მწარდება. გემოს სიჭარბე გემოს კლავს.
  3. ჩვენ ვღიზიანდებით წვრილმანების გამო, როდესაც რაღაც სერიოზულით ვართ შეწუხებულნი.
  4. ქარიშხალში მოცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.
  5. დედაბუნება ბრძენია, შვილი ჰყავს მხოლოდ უჭკუო.
  6. სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.
  7. სიყვარული გაურბის იმას, ვინც მას მისდევს, ხოლო ვინც სიყვარულს გაურბის, მას კისერზე ეკიდება.
  8. სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომ, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.
  9. იმისათვის, რომ ბედნიერება დაიჭირო, სირბილი უნდა ისწავლო.
  10. ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.
  11. კაცები ჰგვანან აპრილს, როდესაც ურთიერთობას იწყებენ, და დეკემბერს, როდესაც უკვე დაქორწინებულნი არიან.
  12. ნეტარების იმედი თითქმის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თვით ნეტარება.
  13. ძალიან ნუ აანთებთ ცეცხლს ღუმელში თქვენი მტრებისთვის, თორემ თქვენვე დაიწვებით.
  14. ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.
  15. რას ნიშნავს სახელი? ვარდს ვარდის სურნელი აქვს, თუნდაც სხვა სახელი უწოდო.
  16. ნებისმიერ სიგიჟეს თავისი სახელი აქვს.
  17. Continue reading

წითელი პარასკევი

დიდი პარასკევი – იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და tyuyuyiმისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინპასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.