1. დავითის ვარსკვლავი.
დავითის ვარსკვლავი ექვსკუთხა ფიგურაა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედის გადაკვეთა ქმნის ვარსკვლავის ფორმას. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ყველაზე მაიდენტიფიცირებადი, იუდაიზმის გამომხატველი სიმბოლოა, თუმცა განსხვავებით იმ rerrtელემენტებისგან, როგორებიცაა მენორა და შოფარი, ის არ არის ებრაული. სანამ გახდებოდა ებრაული სიმბოლო, ფიგურირებდა ბუდიზმსა, ინდუიზმსა და ჯაინიზმში. ყველაზე ხანგრძლივად კი მას გამოიყენებდა ინდუიზმი, რომელიც მათთვის ქმნიდა ანახატს- მეოთხე ძირითად ჩაკრას (ჩაკრა- ინდუიზმში ადამიანის სხეულის ენერგეტიკული ცენტრი). არ არის ცნობილი ამ სიმბოლოს გამომგონებლებს ჰქონდათ თუ არა საერთო წარმომავლობა და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ებრაული წარმომავლობის, როგორც სიმბოლო ოფიციალურად ებრაელმა ხალხმა 1897 წელს აღიარა.yyt

ჩონჩხის ქალა ძვლებით.

ამ სიმბოლოს ორი მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც დღეს ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. ერთის მხრის ის აღნიშნავს “შხამს”- შხამქიმიკატებს და აკრძალვას; ხოლო მეორეს მხრივ კი ისტორიულად მეკობრეებს, რომლებიც თავიანთი გემების აფრებზე ხატავდნენ. ამ ყოველივეზე ადრე კი ესპანელები ხატავდნენ სასაფლაოებზე, დღეს კი უძველეს ტაძრების ფრესკებზეც შევამჩნევთ.

( აქვე კი მინდა დავამატო ჩემი მოძღვარის ქადაგებიდან, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ, მაცხოვრის ჯვარცმის ზოგიერთ ხატზეც ნახავთ ჯვრის ქვეშ ჩონჩხის ქალასა და ძვლებს, რომელიც პირველი ადამიანის- “ადამის” თავისქალას წარმოადგენს, რომელიც სწორედ რომ გოგლგოთას მთაზე (გოლგოთა ქართულად ნათხემს ნიშნავს) იქნა დაფლული სემის მიერ და უფლის დიდებითა და განგებით სწორედ იქ მოხდა საუკუნეების შემდგომ ჯვარცმა მაცხოვრისა, რომლის მიერ დანთხეული სისხლით განიწმინდა ადამის მოდგმა და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. ) ნათელი მაგალითისთვის, მათთვის ვისაც

შემჩნეული არ გქონდათ ხატსაც დავდებ.   tt

სიმბოლო OK.

 

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟესტი, რომელიც დღევანდელ პრაქტიკაში ხშირად იხმარება იმის გამოსახატად, რომ ყველაფერი კარგად არის, ზოგიერთ ქვეყანაში სულაც არ აღნიშნავს დადებით ვითარებას და ამიტომ მათი ყველგან გამოყენებით თავი უნდა შეიკავოთ, ვინაიდან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ის შეურაცხმყოფელი ჟესტია, რომელსაც იყენებენ “ნულოვანი” ადამიანის მიმართ. თუმცა ნამდვილად გააჩნია დადებითი კონოტაცია, რადგან ჟესტს ინდუიზმსა და ბუდიზმში რიტუალებში იყენებდნენ და სწავლულსა და ექსპონატს აღნიშნავდა.

თხის ჟესტი.

rreerre

ჩვენს დროში თხის და ეშმაკის რქებს ჟესტად მძიმე მეტალის კონცერტებზე თუ შეხვდებით, თუმცა ბერვმა თქვენგანმა ალბათ არც იცის თუ რას აღნიშნავს ეს სიმბოლო და რქები სულაც არ აღნიშნავს სატანას. ბევრ ქვეყანაში მას გააჩნია ვულგარული მნიშვნელობა, ხოლო ბალტიისპირა ქვეყნებში კი კონფლიქტური ურთიერთობის გამომხატველია.

მშვიდობის სიმბოლო.

trtrtrt

ყველაზე მტკიცედ კონტრკულტურებისა და “ხიპების” მოძრაობას აკავშირებდა ერთმანეთთან ეს სიმბოლო 1960 წელს, თუმცა არის უძველესი წარმოშობის და წარმოადგენს სასოწარკვეთილი, შეშინებული ადამიანის მდგომარეობას, რაც გამოიწვია ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობამ.

დატოვე კომენტარი