დედა სიტყვა ერთი, აზრი მთელი ცხოვრების ♥

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. მართალია ჯერ გაზაფხული მხოლოდ კალენდარზეა, მაგრამ მალე დათბება და მზე და სითბო გულშიაც გადაინაცვლებს. 3 მარტი დედის დღეა! მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას! ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. დედა ყველას ჰყავს, ადამიანს, ცხოველს მწერს.. ამქვეყნად იქნება თუ იმქვეყნად, დედა მაინც არსებობს და ჩვენს გვერდითაა. არასოდეს გვტოვებს და მაშინაც კი მზრუნველობს, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ დედები.. მერე დიდედები.. მგონია, რომ Continue reading