ალბერტ აინშტაინის 20 გენიალური ფრაზა

7887899ალბერტ აინშტაინი ნობელის პრემიის მფლობელია. ის აქტიურად გამოდიოდა ომისა და ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ. ასევე, ემხრობოდა ჰუმანურობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ერებს შორის ურთიერთგაგებას.
აინშტაინს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა ჰქონდა. როცა ეკითხებოდნენ, სად მდებარეობდა მისი ლაბორატორია, ის ღიმილით საკუთარ კალამს უჩვენებდა.
მეცნიერი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ბევრს კითხულობდა.
ჩვენ შევკრიბეთ აინშტაინის 20 ცნობილი ფრაზა, რომელთა გენიალურობაშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება.
– არსებობს ორი უსასრულობა: სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.
– მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
– თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს… და არავინ იცის რატომ!
– არსებობს ცხოვრების ორი ხერხი. პირველი: სასწაული არ არსებობს. მეორე: თითქოს ყველგან სასწაულია.
– განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.
– არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში – ჯოხებითა და ქვებით.
– ეს სიგიჟეა: აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო.
– წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვარი აქვს, როცა წარმოსახვა მთელ სამყაროს ფარავს.
– ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.
– ვისაც საკუთარი შრომის შედეგების ხილვა უმალვე სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს. Continue reading

არის თუ არა ჩვენი ცხოვრება წინასწარ გაწერილი და როგორ გავიგოთ მომავალი

yui879“ნებისმიერ ადამიანს, დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე”.
თითოეული ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, საკუთარი მისწრაფებები, ფიქრები და მიზნები ამოძრავებს. ყველა ინდივიდია და დედამიწაზეც თავისი მისია აკისრია. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გია ამბობს, ჩვენ, ყველას, დაბადების მომენტშივე, საკუთარი წერტილები გვიჩნდება დედამიწაზე, იქ მოხვედრისას კი აზრებიც, ფიქრებიც და მისწრაფებებიც აშკარად გვეცვლება და სულ სხვა ადამიანად წარმოვჩნდებით. ეს, რასაკვირველია, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, თუ ბატონი გიას ნათქვამს დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ სამყაროში ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ანუ, ამქვეყნად ყველას ცხოვრება გაწერილია.
გია: ნებისმიერ ადამიანს, დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ეს თემა ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წრეებში საკმაოდ აქტუალურია. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნებისმიერ ჩვენგანს დედამიწაზე აქვს ეგრეთ წოდებული საკუთარი წერტილები და ასეთ ადგილებში მოხვედრისას აურა და ბიოველი საგრძნობლად გვეცვლება.
– გამიგია, რომ დედამიწაზე არსებობს ეგრეთ წოდებული დადებითი და უარყოფითი წერტილები, ამაზე ვსაუბრობთ? Continue reading