ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა – არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი,სიძლიერე მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ:ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ.მე ვფიქრობ რომ ჯანმრთელობა არის უმთავრესი . უნდა ვაკონტროლოთ და ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას . გისურვებთ ჯანმრთელობას ❤ t5676

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება

ცხოვრების მატერიალური პირობები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ამ პირობებში იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი, შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურება, დახმარების მიღების უფლება უმუშევრობის, დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არსებობის წყაროს დაკარგვის სხვა შემთხვევებში.რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ხარისხს. ამ მაჩვენებელთა სისტემაში შედის: რეალური შემოსავლის ოდენობა, საქონლისა და მომსახურების მოცულობა, სტრუქტურა, მათი ფასების დონე და დინამიკა, საბინაო პირობები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.

წიგნები


რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

საზოგადოების დიდი ნაწილია ზედმეტად დაკავებულია და გადავირთული რეჟიმით ცხოვრობს. შესაბამისას ისინი ვერ პოულობონ დროს ისეთი სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა. ამას ისინი ტელევიზორის ყურებას და კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებენ. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნების კითხვასადამიანის ორგანიზმისთვის.                                                      .ანვითარებს აზროვნებას
                                                       ანტისტრესულია                                                                                                                      ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას                                                                                                 გიცავთ ალცგეიმერის დაავადებისგან                                                                                                      გმატებთ თავდაჯერებულობას                                                                                                            გვხდის უფრო შემოქმედებითს                                                                                                                  აუმჯობესებს ძილს                                                                                                    აუმჯობესებს კონცენტრაციას  .                                              p0-=-= 9909-
იკითხეთ წიგნები ❤  

მეცნიერება

r4tyმეცნიერებმა ბედნიერების შესახებ ახალი კვლევა ჩაატარეს და საინტერესო დასკვნა გამოიტანეს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბედნიერება არა იმაშია, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს კონკრეტულ მომენტში, არამედ იმაში, ელოდით თუ არა გარკვეული საქმისა თუ ქმედების კარგად დასრულებას.

სპეციალისტებმა ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, ათამაშეს მათ აზარტული თამაშები და ინტერვალებში მოთამაშეების რეაქციებს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების მთავარი მიზეზი არა მოგებულმა თანხამ, არამედ სახლში მეტი ფულის წაღებამ გამოიწვია.

ასე, რომ ბედნიერება სწორედ მოლოდინშია – განაცხადეს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ytytyuცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და   ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს?ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების rftytგართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით.  ჩემი აზრით ყველა უნდა ცდილობდეს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით მითუმეტეს  მოზარდები ეს მათ ზრდა განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს. მე უკვე მე-3 წელია ვვარჯიშობ და ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, იგივეს გირჩევთ თქვენც ❤