ცხოვრება ღირებულია, თუ შენ…

retfuyhioცხოვრება ღირებულია,თუ შენ სწავლობ. ყველაფერი,რაც შენ არ იცი,არ გისწავლია წინ დაგხვდება დაზიანს მოგაყენებს. ცხოვრება ფასეულია,თუ შენ სწავლობ საკუთარი გამოცდილებიდან,ნეგატიურიდან და პოზიტიურიდან.აქავე უნდა აღვნიშნოთ ფაქტი – ზოგჯერ იმისათვის რომ ვისწავლოთ,თუ როგორ მოვიქცეთ სწორადსაჭიროა მოვიქცეთ არასწორად. ჩვენ ასევე ვწსავლობთ სხვა ადამიანების გამოცდილებებიდან. მე ყოველთვის ვამბობდი,წარუმატებლობა არ იძლევარჩევებს,მაგრამ ინფორმაცია,თუ როგორ კარგავენ ადამიანები ყველაფერს რაც აქვთ,ნამდვილად ფასეული და გამოსადეგია. იმის მიხედით,თუ რას ვხედავთ,რას ვაქცევთ ყურადღბას,რა გვესმის,როგორი მსმენელი ვართ,რას ვკითხულობთ,ჩვენ ვსწავლობთ და ვიღებთ ახალ ინფორმაციას,ყველა წყაროდან,იქნება ესლექციები,სიმღერები,ქადაგებები თუ სხვა.
ცხოვრება ღირებულია,თუ შენ ცდილობ. ყველაფერი მხოლოდ სწავლაზე როდია დამოკიდებული. Continue reading

15 ნაბიჯი, რომელიც ლიდერად გაქცევთ

567677ნდობა არის ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ , თუ სხვა ადამიანებს, გუნდს ან კომპანიას ხელმძღვანელობთ და მათთან ერთად მიღწევებსა და მიზნებს იზიარებთ. საიმედო რეპუტაციის გარეშე, ხელქვეითები თავიანთ საქმეს ხალისის გარეშე გააკეთებენ და ეჭვის თვალით შეხედავენ ხელმძღვანელს.რა უნდა გააკეთოთ,იმისათვის რომ კარგი რეპუტაცია დაიმსახუროთ? დაიმახსოვრეთ, კარგი ზრახვები მხოლოდ დასაწყისია. გთავაზობთ 15 გზას, რომელიც გააძლიერებს თქვენი, როგორც ლიდერის სანდოობას ( ამონარიდი ფრენკ სონენბერგის წიგნიდან „Follow Your Conscience“).
1. აჩვენეთ ადამიანებს, რომ განაღვლებთ მათი საჭიროებები;
2. დაპირება უნდა იყოს ისეთივე სავალდებულო, როგორც კონტრაქტი;
3. არასდროს არ გარისკოთ გრძელვადიანი ურთიერთობები, მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად;
4. არ ელოდოთ,პატივისცემას იმ ადამიანებისაგან ,რომელთაც ზემოდან უყურებთ;
5. მიეცით რწმენა, როცა ის აუცილებელია;
6. არ მოისაქმოთ იქ, სადაც ჭამთ;
7. დახარჯეთ დრო იმაზე, რათა უზრუნველყოთ თქვენი რეკომენდაციის დასაბუთება;
8. იყავით ობიექტური;  Continue reading

ალბერტ აინშტაინის 20 გენიალური ფრაზა

7887899ალბერტ აინშტაინი ნობელის პრემიის მფლობელია. ის აქტიურად გამოდიოდა ომისა და ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ. ასევე, ემხრობოდა ჰუმანურობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და ერებს შორის ურთიერთგაგებას.
აინშტაინს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა ჰქონდა. როცა ეკითხებოდნენ, სად მდებარეობდა მისი ლაბორატორია, ის ღიმილით საკუთარ კალამს უჩვენებდა.
მეცნიერი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ბევრს კითხულობდა.
ჩვენ შევკრიბეთ აინშტაინის 20 ცნობილი ფრაზა, რომელთა გენიალურობაშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება.
– არსებობს ორი უსასრულობა: სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.
– მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
– თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს… და არავინ იცის რატომ!
– არსებობს ცხოვრების ორი ხერხი. პირველი: სასწაული არ არსებობს. მეორე: თითქოს ყველგან სასწაულია.
– განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.
– არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში – ჯოხებითა და ქვებით.
– ეს სიგიჟეა: აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო.
– წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვარი აქვს, როცა წარმოსახვა მთელ სამყაროს ფარავს.
– ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.
– ვისაც საკუთარი შრომის შედეგების ხილვა უმალვე სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს. Continue reading

არის თუ არა ჩვენი ცხოვრება წინასწარ გაწერილი და როგორ გავიგოთ მომავალი

yui879“ნებისმიერ ადამიანს, დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე”.
თითოეული ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, საკუთარი მისწრაფებები, ფიქრები და მიზნები ამოძრავებს. ყველა ინდივიდია და დედამიწაზეც თავისი მისია აკისრია. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გია ამბობს, ჩვენ, ყველას, დაბადების მომენტშივე, საკუთარი წერტილები გვიჩნდება დედამიწაზე, იქ მოხვედრისას კი აზრებიც, ფიქრებიც და მისწრაფებებიც აშკარად გვეცვლება და სულ სხვა ადამიანად წარმოვჩნდებით. ეს, რასაკვირველია, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, თუ ბატონი გიას ნათქვამს დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ სამყაროში ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ანუ, ამქვეყნად ყველას ცხოვრება გაწერილია.
გია: ნებისმიერ ადამიანს, დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ეს თემა ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წრეებში საკმაოდ აქტუალურია. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნებისმიერ ჩვენგანს დედამიწაზე აქვს ეგრეთ წოდებული საკუთარი წერტილები და ასეთ ადგილებში მოხვედრისას აურა და ბიოველი საგრძნობლად გვეცვლება.
– გამიგია, რომ დედამიწაზე არსებობს ეგრეთ წოდებული დადებითი და უარყოფითი წერტილები, ამაზე ვსაუბრობთ? Continue reading

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა – არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი,სიძლიერე მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ:ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ.მე ვფიქრობ რომ ჯანმრთელობა არის უმთავრესი . უნდა ვაკონტროლოთ და ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას . გისურვებთ ჯანმრთელობას ❤ t5676

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება

ცხოვრების მატერიალური პირობები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრების ისეთი პირობების უფლება, რომელიც აუცილებელია როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ამ პირობებში იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი, შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურება, დახმარების მიღების უფლება უმუშევრობის, დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არსებობის წყაროს დაკარგვის სხვა შემთხვევებში.რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ერთ სულზე მატერიალური და სულიერი დოვლათის მოხმარების დონესა და ხარისხს. ამ მაჩვენებელთა სისტემაში შედის: რეალური შემოსავლის ოდენობა, საქონლისა და მომსახურების მოცულობა, სტრუქტურა, მათი ფასების დონე და დინამიკა, საბინაო პირობები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.

წიგნები


რატომ არის წიგნების კითხვა სასარგებლო?

საზოგადოების დიდი ნაწილია ზედმეტად დაკავებულია და გადავირთული რეჟიმით ცხოვრობს. შესაბამისას ისინი ვერ პოულობონ დროს ისეთი სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობისთვის, როგორიცაა წიგნის კითხვა. ამას ისინი ტელევიზორის ყურებას და კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებენ. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნების კითხვასადამიანის ორგანიზმისთვის.                                                      .ანვითარებს აზროვნებას
                                                       ანტისტრესულია                                                                                                                      ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას                                                                                                 გიცავთ ალცგეიმერის დაავადებისგან                                                                                                      გმატებთ თავდაჯერებულობას                                                                                                            გვხდის უფრო შემოქმედებითს                                                                                                                  აუმჯობესებს ძილს                                                                                                    აუმჯობესებს კონცენტრაციას  .                                              p0-=-= 9909-
იკითხეთ წიგნები ❤  

მეცნიერება

r4tyმეცნიერებმა ბედნიერების შესახებ ახალი კვლევა ჩაატარეს და საინტერესო დასკვნა გამოიტანეს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბედნიერება არა იმაშია, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს კონკრეტულ მომენტში, არამედ იმაში, ელოდით თუ არა გარკვეული საქმისა თუ ქმედების კარგად დასრულებას.

სპეციალისტებმა ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, ათამაშეს მათ აზარტული თამაშები და ინტერვალებში მოთამაშეების რეაქციებს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ბედნიერების მთავარი მიზეზი არა მოგებულმა თანხამ, არამედ სახლში მეტი ფულის წაღებამ გამოიწვია.

ასე, რომ ბედნიერება სწორედ მოლოდინშია – განაცხადეს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ytytyuცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და   ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს?ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების rftytგართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით.  ჩემი აზრით ყველა უნდა ცდილობდეს იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით მითუმეტეს  მოზარდები ეს მათ ზრდა განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს. მე უკვე მე-3 წელია ვვარჯიშობ და ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, იგივეს გირჩევთ თქვენც ❤

მხიარული თამაშები

reerereმოგესალმებით, დღეს 20 თებერვალს მუსხის საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ,, მხიარული თამაშები და გამოვავლინეთ 1 ტურის გამარჯვებული შემდეგ კვირას გაიმარტება მე-2 ტური და აუცილებლად  შეგატყობინებთ მის შედეგებსაც . იხილეთ ფოტოები :*  sdaaswe  rteerererer